მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:38

37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
38. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე რაჲ-იგი ვიხილე მამისაგან ჩემისა, მას ვიტყჳ, და თქუენ რაჲ გასმიეს მამისა თქუენისაგან, მას იქმთ“ (8,38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვითარცა მე სიტყუათა მიერ და ჭეშმარიტებისა მიერ გამოვაჩინებ მამასა ჩემსა, ეგრეთვე თქუენ საქმეთა მიერ აჩუენებთ მამასა თქუენსა, რამეთუ მე არა თუ არსებაჲ ოდენ იგივე მაქუს, რომელი მამასა აქუს, არამედ ჭეშმარიტებაჲცა იგივე მაქუს, რომელი მას აქუს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის