...მიუწდომელი, რამეთუ პირველ განყვნა იგინი ნათესავობისაგან აბრაჰამისა, და მერმე იწყო ჩუენებად მათა, ვითარმედ უზეშთაეს არს მისა, რაჲთა ფრიადითა სიმაღლითა უზეშთაეს წინაჲსწარმეტყუელთასა იხილვოს; რამეთუ ვინაჲთგან მარადის წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის“; და პირველ იტყოდა, ვი-თარმედ: „აღადგენს მკუდართა“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „არა იხილოს სიკუდილი, რომელსა ვჰრწმენე“, რომელ-ესე ფრიად უზეშთაეს არს, არახილვაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე, ვიდრეღა აღდგომაჲ სიკუდილისაგან. ამისთჳსცა იგინი უფროჲსად განფიცხნებოდეს და იტყოდეს: „შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ (8,53). და ესეცა სიტყუაჲ მაგინებლობით, ესე იგი არს, ვითარმედ: შენ თავსა შენსა დიდ-ჰყოფ. ხოლო ქრისტემან ამის სიტყჳსა მიმართ მიუგო მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე ვადიდებ თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს“ (8,54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა, ვითარმედ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი?...