მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:31

30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.32. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
31. და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა“ (8,31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ არა შეიწყნარეს მათ სიტყუაჲ მისი, არამედ ოდენ ისმენდეს სიტყუათა მათ. ამისთჳსცა უმტკივანესად ჰრქუა, რამეთუ მუნ თქუა ესრეთ ლიტონად, ვითარმედ: „მეძიებდეთ მე“, ხოლო აწ უმეტესი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, და თუ ვითარ, უჩუენებს მათ, რამეთუ: „ვერ ძალგიც მოსლვად მუნ და ვედრებად ჩემდა“. ; (8,21); (13,33)

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოთმინებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, ხოლო მოთმინებაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს სწავლანი იგი საღმრთონი ძირმტკიცედ დანერგულ იყვნენ გონებათა შინა ჩუენთა. და ვითარცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“. ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის