...პატრიარქით იამაყებდნენ რა, თავიანთ ნათესაობას მასთან ცდილობდნენ გამოეჩინათ და თავიანთ თავზე ამბობდნენ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ". მაგრამ, რათა სცოდნოდათ, რომ თავიანთი ბოროტი ზნეობით ამ ნათესაობის ღირსნი არ არიან, ქრისტე ეუბნება მათ: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ" (). და იოანემ, ზაქარიას ძემ, როცა იორდანეზე ნათლისღების მსურველები მისდიოდნენ, უთხრა მათ: „ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა" (მათ 3:7–9). ხედავ, რა დიდი იყო ყველასთვის ამ პატრიარქის სახელი? მაგრამ ახლა, სანამ ეს ჯერ კიდევ არ აღსრულებულა, მხოლოდ მართლის ღვთისმოსაობა ჩანს, ანუ ის, როგორ ირწმუნა ღვთის სიტყვები და ყველაფერი, რაც ძნელადად ეჩვენებოდა, მსუბუქად მიიღო. „და ვაკურთხნე, — ამბობს, — მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი". შეხედე ღვთის შემწყნარებლობასაც, თუ რა კეთილგანწყობას უჩვენებს უფალი პატრიარქს. მათ, ამბობს, ჩემს მეგობრებად...
სახარებაჲ იოვანესი 8:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“. ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“; ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მდაბლად ვიტყჳ, რაჲთა არა დაბრკოლდენ“; და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ...
...ენ იგინი, რომელთა დასაჯეს იგი, და იგინი არიან დაშჯილნი. ხოლო აქა ორთა ხედვათა იტყჳს და ორთა სიბრმეთა: სულიერსა და ჴორციელსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?“ (9,40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს: „არავის სადა ვჰმონებდით“; და: „სიძვისაგან არა შობილ ვართ“. ეგრეთვე აქაცა ჴორციელსა ოდენ გულისხმა-ჰყოფენ. ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა ბრმანი იყვენით, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა“ (9,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მათ საქმჱ იგი სირცხჳლისა ღირსად აქუნდა, მიაქცია იგი თავთა მათთა, ვითარმედ: უმჯობეს იყო, უკუეთუმცა თქუენცა იყვენით ბრმა, რაჲთამცა მოჰკუეთა მათგან კაცობრივი გონებაჲ და დაამდაბლა ზუაობაჲ მათი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ“ (9,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მუნ იტყოდა, ვითარმედ: „რომელსა თქუენ იტყჳთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს“, ეგრეთვე აქა იქმს, და რომელი მათ დიდად საქებელად აქუნდა, მან უმეტესისა სატანჯველისა მომატყუებელად გამოაჩინა, რამეთუ ხედვაჲ, რომელი...
...გი სწავლაჲ მათი ჯერ-იყო და დამდაბლებაჲ ამპარტავანებისა მის მათისაჲ, რომელი აქუნდა ნათესავობასა ზედა აბრაჰამისსა, მუნ ფიცხელ იყო სიტყუათა მათ შინა თჳსთა, ხოლო აქა, სადა-ესე თავს-დებაჲ გინებისა მათისაჲ ჯერ-იყო, ფრიადსა სიმშჳდესა აჩუენებს, და რაჟამს-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: „მამად ღმერთი გჳვის და აბრაჰამ“, მაშინ ძლიერად შეეხო მათ. ხოლო რაჟამს „ეშმაკეულ“ უწოდეს მას, არა განრისხნა, არამედ სახიერებით ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ: რაჟამს ღმრთისათჳს თქუმული რაჲმე გმობაჲ გუესმეს, შურსა ვეძიებდეთ, ხოლო ჩუენისა გინებისათჳს არა განვრისხნებოდით, რამეთუ უკუეთუ რომელმან-იგი სიტყჳთ ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შექმნა, და მან ესე ყოველი თავს-იდვა, ჩუენ ვინ ვართ, არარანი ესე, რომელ არა თავს-ვიდებდეთ მოყუასთა ჩუენთაგან შეურაცხებასა? ისმინეთ უკუე, რასა იტყჳს მაცხოვარი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“ (8,50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რომელი-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ,...
...ვნეს სიქადულნი იგი ჰურიათანი, ვითარმედ: „ნათესავნი ვართ აბრაჰამისნი“, ვითარმედ: ისრაიტელნი ვართ, და სათნოებათა და საქმეთა კეთილთა არასადა აჴსენებდეს. ამისთჳსცა იოვანე ეტყოდა მათ: „ნუ იტყჳთ, თუ: მამაჲ გჳვის აბრაჰამ“. ; ; ხოლო რაჲსათჳს არა ამხილა მათ უფალმან სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს, თუ: „არასადა ვის ვჰმონებდით“, რამეთუ მრავალგზის ჰმონეს მათ მეგჳპტელთა და ბაბილოვნელთა და სხუათა მრავალთა? ამისთჳს, რამეთუ იგი არა კაცობრივისა მონებისათჳს იტყოდა, არამედ ცხორებისათჳს მათისა, თუ არა, ეთქუამცა ოთხასი იგი წელი, და კუალად - სამეოცდაათი, და კუალად, მსაჯულთა ზე რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, ოდესმე - ოც წელ, და ოდესმე - შჳდ წელ, და ოდესმე - ორ წელ, და ვითარ-იგი არაოდეს დასცხრეს მონებისაგან. არამედ თავადისა მოსწრაფებაჲ არა ესე იყო, რაჲთამცა გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ კაცთა მონა იქმნნეს, არამედ ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მონა ცოდვისა არიან, რომელ-იგი არს ბოროტი მონებაჲ, რომლისაგან ღმერთსა მხოლოსა ძალ-უც ჴსნაჲ და არა კაცსა, რამეთუ შენდობაჲ ცოდვათაჲ სხჳსა არავისი არს, გარნა მხოლოჲსა ღმრთისაჲ, და ამას იგინიცა აღიარებდეს. და ვინაჲთგან ამას...
...ურიათა, ხოლო მან არა ხოლო დრტჳნვაჲ არა აჩუენა, არამედ უფროჲსად აღჰმატა ქებაჲ მათი; თქუა, ვითარმედ: „ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. იხილეა სიბრძნე და სიმდაბლე დედაკაცისაჲ მის? იხილე კუალად ზუაობაჲ იგი ჰურიათაჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართო და არასადა ვის ვჰმონებდით“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა იტყოდეს. ხოლო დედაკაცი იგი არა ესრეთ, არამედ ყოვლითა შემუსრვილებითა სავსე არს. ამისთჳსცა იხილე, რაჲ-იგი უფალმან ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან“ (15,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა თხოაჲ იგი, რაჲთა ესე სიტყუაჲ აღმოთქუას, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსან-ყოს იგი.
„გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რამეთუ იგი ენება.
ესე ჴმაჲ მსგავს არს პირველსა მას სიტყუასა, რაჟამს თქუა: „იყავნ სამყაროჲ!“ და „იყავნ ნათელი!“ და იქმნა ყოველივე. ეგრეთვე აქა ჰრქუა: „დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რაჲთა ცნან ყ...
...ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ“.
ხოლო აწ უფალმან სიმშჳდით მიუგო, რამეთუ დედისა მიმართ იყო სიტყუაჲ. არა თქუა, თუ: არა დედაჲ ჩემი ხარ, არამედ პატივ-სცემდა, ვი-თარცა დედასა, და აღმოთქუა სიტყუაჲცა ღმრთივშუენიერისა გულისჴმისყოფისაჲ: „რომელმან ყოსო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. ხოლო ესე რაჲ თქუა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ჰხედავა, ვითარ სიტყუათა მათ მიერ მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად? და მერმე განვიდავე სიტყჳსაებრ დედისა, ვითარცა-იგი ქმნა ქორწილსა მას კანაჲსსა, რაჟამს ღჳნისა მისთჳს ჰრქუა დედამან მისმანო: „ღჳნოჲ არა აქუს. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“ რამეთუ აბრალა მას უჟამოდ თხოისათჳს სასწაულისა მის და მერმე აღასრულავე თხოაჲ მისი, რაჲთა ბრალობითა მით უძლურებაჲ იგი კაცობრივი განჰმარ-თოს, ხოლო მორჩილებითა პატივი იგი დედისაჲ აჩუენოს. ეგრეთვე აქა, რაჲ-იგი ჯერ-იყ...
...უკუე ნუ პირველსავე უკეთურებასა მიიქცევით, ნუცა ჩუეულებისაებრ თქუენისა მიზეზთა მათ ცუდთა მოიპოებთ და იქადთ შვილებისათჳს აბრაჰამისა, ისაკ და იაკობისა. ამას ეტყოდა, რამეთუ მაშინდელთა გონებათა მათთა ხედვიდა და მომავალიცა უწყოდა წინაწარმეტყუელებით, ვითარ-იგი ეგულებოდა მათ თქუმად, ვითარმედ: „მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს“; და კუალად: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის სადა ვჰმონებდით“. ვინაჲთგან უკუე ამას ზედა ზუაობდეს და ამან გულისსიტყუამან წარწყმიდნა იგინი, ამისთჳს ისწრაფის წინამორბედი განქარვებად მისა, და იხილე, ვითარ პატივითა მამათმთავრისაჲთა ქმნა განმართლებაჲ გულისსიტყჳსაჲ მის, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, არა შესძინა, ვითარმედ: ვერარაჲ გარგოს თქუენ მამათმთავარმან, არამედ გონიერად შეჰმზადა სიტყუაჲ თჳსი: „გეტყჳ თქუენო, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი ქვა-თა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“. იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ წარმართთათჳს თქუა ესე, რომელთაცა ქვად სახელ-სდვა, ვითარმედ უკუეთუ თქუენ უღირსად იპოვნეთ, მოუწოდოს ღმერთმან წარმართთა და ყვნეს იგინი შვილად აბრაჰამისა, და ეგრეთცა იქმნა. ხო...