...ა თავადმან მიუგო: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, და მერმე იგივე საქმჱ ქმნა, რაჲ-იგი დედამან მისმან ჰრქუა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ არა აქა ოდენ თქუმულ არს, არამედ სხუათაცა ადგილთა? რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ვერ შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომ...