თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა ვითარცა უცნაურსა იტყოდეს, და რომელი-იგი იცოდეს, ვითარმცა არა იცოდეს, და გამოსცდიდეს მას, ამისთჳსცა პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად და ფრიადითა კადნიერებითა, რა-ჟამს სასწაულთაგანცა და სწავლათა მათ თჳსთა მოიღო წამებაჲ, რამეთუ ჯუარ-ცუმაჲცა მისი ახლოს იყო, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცი, თუ ვინაჲ მოვალ და ვიდრე ვალ“. ხოლო ესე სიტყუაჲ არა ძლიერად შეეხო მათ, არამედ მან სიტყუამან უფროჲსად შეაშინნა, რომელი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“, ; (13,33);
რამეთუ უჩუენა, ვითარმედ არა დადგრომად არს სიკუდილსა შინა. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ ღმერთი ვარ მე, არამედ ჰრქუა, თუ: „ვიცი, ვინაჲ მოვალ“? გარნა ამისთჳს, რამეთუ მარადის მდაბალთა სიტყუათა აღჰრევს მაღალთა თანა და ჰფარავს მათ. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე თავისა ჩემისათჳს ვწამებ“, და რა-ჟამს ესე გამოაჩინა, კუალად მდაბლისა სიტყჳსა მიმართ მოვიდა,...