...ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს (5,9-10).
თარგმანი: ამას მაცხოვარიცა ამხილებს ჰურიათა, ვითარმედ: "წამებასა ურთიერთას მიიღებთ და წამებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" (). და კუალად: "მე ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ" (). ამისთჳს მართლმორწმუნეთა საუფლოჲსა მის ჴმისათა მარადის მათ შორის მკჳდრად მოუგიეს წამებული იგი მამისაგან თანა მამით და სულითურთ. ხოლო მტყუვრად გამომაჩინებელი ჴმისა მის საუფლოჲსაჲ ორგან განიკუეთების და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დაიდებვის.
მოციქულისაჲ: და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან, და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს (5,11-12).
თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგან შორს განვარდებიან ცხორებისაგან.