.... და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“. ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ“ (16,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-...