...ა ჰურიასტანს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და თავადმან არა ჰრქუა, თუ: რასა ეძიებთ ჩემგან? ეშმაკეულად მიწოდთ მე და სამარიტელად და სთქუთ: „შენი წამებაჲ არა ჭეშმარიტ არს“, და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ, ; და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“,