მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 8:1

1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 8
1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა იტყოდა კაცი ესრეთ“ (7,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს. რამეთუ აჰა ესერა მწიგნობართა და ფარისეველთა რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს. ხოლო მსახურნი იგი რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ, და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს მსახურნიო, და ჰრქუეს...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს. რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა. რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს (5,9-10).:

...ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს (5,9-10).

თარგმანი: ამას მაცხოვარიცა ამხილებს ჰურიათა, ვითარმედ: "წამებასა ურთიერთას მიიღებთ და წამებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" (). და კუალად: "მე ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ" (). ამისთჳს მართლმორწმუნეთა საუფლოჲსა მის ჴმისათა მარადის მათ შორის მკჳდრად მოუგიეს წამებული იგი მამისაგან თანა მამით და სულითურთ. ხოლო მტყუვრად გამომაჩინებელი ჴმისა მის საუფლოჲსაჲ ორგან განიკუეთების და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დაიდებვის.

მოციქულისაჲ: და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან, და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს (5,11-12).

თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგან შორს განვარდებიან ცხორებისაგან.

მოციქულისაჲ: ესე მივწერე თქუენდა მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ (1,4-5).:

...მანი: მაშინ აღივსების სიხარული მოძღუართაჲ, რაჟამს სწავლითა მათითა ცხოვნებულნი ზიარ იქმნნენ ღმრთისა, ხოლო აღთქუმაჲ ქრისტეს მიერ სმენილი ესე არს გამოცხადებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, რომლისათჳს თჳთ თავადი ჴმობს: "მე ნათელი სოფლად მოვივლინე" (), და "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ" (), და კუალად თჳთ ესევე ღმრთისმეტყუელი იტყჳს: "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს" (), ესე იგი არს სიკუდილსა და საცთურსა შინა სოფლისასა, და ესევითარნი ბნელნი მას ვერ ერევიან, ვერცა დააბრყჳლებენ ნათელსა მისსა. ხოლო ოდეს გესმას ბნელი გარემოჲს მისსა დადებულად, ესე მიუწდომელობისათჳს მისისა გულისჴმა-ყავ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა (1,6).

თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და სისხლი იგი იესუჲს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).:

.... და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“. ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ“ (16,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

..., ვითარმედ ქრისტე უხილავს, ვითარცა ჯერ-არს, და ეძიებდა მამისაცა ხილვად, და ამისთჳს უფალმან უჩუენა, ვითარმედ არცა იგი უხილავს. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ ხილვასა გონებით გულისხმის-ყოფასა მისსა იტყოდა, არცა ამას წინააღუდგები, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელმან მე გულისხმა-მყოს, მამაჲცა გულისხმა-უყოფიეს“, ; (14,7) გარნა არა ამას იტყოდა, არამედ არსებისათჳს, რაჲთამცა ერთარსებაჲ გამოაჩინა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: რომელმან ჩემი არსებაჲ იხილოს, მას მამისაჲ უხილავს. ხოლო ვიხილოთ, თუ ფილიპე რასა ეძიებდა ხილვად, სიბრძნესა-მე მამისასა ანუ სახიერებასა? არა, არამედ თუ რაჲ არს ღმერთი, თჳთ არსებასა მას მისსა. და ამისთჳს მიუგებს ქრისტე, ვითარმედ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, და ამისთჳს კუალადცა შეჰრისხნა და ჰრქუა, ვითარმედ: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცი მე, ფილიპე?“ ესეოდენნი სწავლანი გასმიან და გიხილვან სასწაულნი, რომელთა ჴელმწიფებით ვიქმოდე, და სხუანი ყოველნი საქმენი, რომელნი თჳსნი იყვნეს ღმრთეებისანი, და რომელთა მამაჲ მხოლოჲ იქმს: ცოდვანი დაჴსნილნი და დაფარულნი გამოცხადებულნი, სიკუდილი ვლტოლვილი, თიჴითა თუალთა ახალთა ქმნაჲ, და „ჯერეთ არა მიცია, ფილიპე?“ რამეთუ ვინაჲთგან ჴორცნიცა ემოსნეს, ამისთჳს ჰრქუა: „ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ა ჰურიასტანს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და თავადმან არა ჰრქუა, თუ: რასა ეძიებთ ჩემგან? ეშმაკეულად მიწოდთ მე და სამარიტელად და სთქუთ: „შენი წამებაჲ არა ჭეშმარიტ არს“, და მრავალნი ესევითარნი, და აწ რასაღა მკითხავთ? ანუ რაჲ გნებავს ჩემ მიერ ცნობად? არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, რომელმან-იგი იცოდა ყოველივე პირველ ყოფისა და უწყოდა დაფარული გულთა მათთაჲ, რამეთუ იგი არს განმკითხველი გულთაჲ, ; და იცოდა უკეთური იგი გონებაჲ მათი, რომლითა ჰკითხვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი?“ ვითარცა სურვილისაჲ ჩნდა, ხოლო გონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ვარ მწყემსი კეთილი, ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ; და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს“ (10,14-15).:

...შორს იყო ამისგან, რამეთუ სულსა თჳსსა დასდებდა ცხოვართათჳს, რამეთუ არცა განსცნა მორწმუნენი თჳსნი, არამედ იგი თავადი მოკუდა მათთჳს. ამისთჳსცა მარადის იტყოდა: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. ხოლო რაჲსათჳს არა იტყჳან აქა, ვი-თარ-იგი პირველ იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს სარწმუნო“? ამისთჳს, რამეთუ მრავალგზის დაუყვნა პირნი მათნი სასწაულთა მიერ და კადნიერად მეტყუელებისა. ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ“, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: ურწმუნოთათჳს რაჲ სთქუა? ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა განიშორა ერი იგი, რომელი წინაჲსწარ იცნა“; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მათთჳს ვიტყჳ, რომელნი წინაჲსწარ ვიცნენ, რომელნი კეთილად ყოფად არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“ (10,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ არა ესრეთ მიციან, ვითარცა მე ვიცი, რამეთუ მე ვითარცა ვიცი მამაჲ, მამამანცა მე მიცის ეგრეთვე, ხოლო სხუანი ვერ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).:

...ნა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტაძარსა შინა იტყოდა და წესითა მოძღურისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, ; ; ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მო-ძღურისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა, და რაჟამსიგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს, და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“ (8,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

..., და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...იათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებელნი: ვითარცა ესმეს, ესრეთვე გულისხმაჰყოფდიან სიტყუათა წერილისათა. და უკუეთუ ესე ვქმნეთ, რომელ არა გამოვიძიოთ ჟამი და სიტყუაჲ და გონებაჲ მსმენელისაჲ, დიდსა ბოროტსა შთავცჳვეთ.

რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ეგულებოდა ჰურიათა რქუმად მისა, ვითარმედ: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“. ამისთჳს უფალმან უსწრო წინაჲსწარ და ჰრქუა ესე, ვითარმცა იტყოდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“, ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (1,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: ნათელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ დაფარულნი ყოველნივე გულისა მათისანი იცნის. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა განცხადებულად, თუ: მე ვარ ქრისტე, ვინაჲთგან უგულისჴმონი იყვნეს, ეთქუამცა, ვითარცა ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ“. ამისთჳს, იცოდა რაჲ უფალმან გონებანი მათნი, სიტყჳთ არა თქუა ესე, არამედ სასწაულნი იგი საკჳრველნი ქმნნა, რაჲთა საქმემან უმეტესად დაარწმუნნეს, და რაჲ-იგი გონებათა შინა მათთა იყო, მიუთხრა, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ იგინი იყვნეს, რომელნი დაბრკოლდებოდეს. ესრეთ ქმნა და, ესრეთ რაჲ მიუთხრა, წარავლინნა იგინი, რაჲთა გონებათაგან თჳსთა ემხილოს და მოიქცენ გულის-ჴმის-ყოფად. ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ მე საქმესა ამას.

ხოლო ვინაჲთგან არიან სხუანი, რომელნი არა შეიწყნარებენ ამას თარგმანებასა, არამედ სხუად სახედ იტყჳან, კეთილ არს მათ მიერ თქუმულისაცა შორის შემოღებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ გამოჩნდეს. ესრეთ უკუე იტყჳან, ვითარმედ: არა ამის ჯერისათჳს წარავლინნა იოვანე მოწაფენი იგი თჳსნი, არამედ მას თავადსა ენება ცნობაჲ, რამეთუ ამას არა უმეცარ იყოო, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ხოლო ესე არა იცოდა, თუ ეგულების კაცთათჳს ვნებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (4,17).:

...(მათ. 11,18-19)

და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად ესევითარისა საკჳრველისა კაცისაგან, რამეთუ უკუეთუ ესოდენთა და ესევითართა წამებათა ზედა ეტყოდესვე ურჩულონი იგი, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ეთქუა იოვანეს, არამედ თავადსამცა ეწყო პირველითგანვე თავისა თჳსისათჳს ქადაგებად, რავდენ უმეტესიმცა და უძჳრესი თქუეს სავსეთა მათ ყოვლითავე საეშმაკოჲთა საქმითა.

ამისთჳს არა ქადაგა პირველ მისა, არცა სასწაული ქმნა, ვიდრემდის მიეცა იგი საპყრობილედ, რაჲთა არა იქმნას განწვალებაჲ ერისაჲ, არამედ ყოველნი მივიდოდინ იოვანესა და ისმენდენ ქადაგებასა, რომელსა ქადაგებდა და წამებდა უფლისათჳს და ეტყოდა ყოველთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რაჲთა უკუანაჲსკნელ არა აქუნდეს სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ არავინ წამებს მისთჳს. რამეთუ ამისთჳს არცა ერთი სასწაული ქმნა იოვანე, რაჲთა უაღრესი იგი საქმე უფლისა მიერ აღესრულოს და ცნან ყოველთა, ვითარმედ უზეშთაეს არს იოვანესა. რამე-თუ უკუეთუ ამას ყოველსა ზედა მოშურნედ იყვნეს მისა მიმართ მოწაფენი იოვანესნი და მრავალნი ჰგონებდეს იოვანესთჳს, თუ იგი არს ქრისტე, უკუეთუმცა არა...

სრულად ნახვა