თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად? ხოლო სიტყუაჲ ჩემი ესევითარი არს, რამეთუ: აჰა ესერა გუესმა ამის მახარებელისაგან, ვითარმედ განძჳნებულთა მათ ჰურიათა შორის შევიდა, რაჟამს იგინი ეძიებდეს მოკლვად, და ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა აღჳრ-ასხნა. ხოლო უკუეთუმცა მარადის ესრეთ იქმოდა, ჩუენ ამისი ქმნაჲ ვერ ძალ-გჳც. ხოლო რაჟამს მოიწიამცა ესევითარი საქმჱ, ვითარმცა ვცნათ, თუ რაჲ გჳჴმს ყოფად? გინა თუ დადებად ოდენ თავნი ჩუენნი სიკუდილად, ანუ თუ მცირედ ღონის-ძიებით განგებულებაჲ, რაჲთა წარემართოს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ? რაჲმცა ვქმენით, რომელთა-ესე ვერ ძალ-გჳც, რაჲთამცა შორის მბრძოლთასა შევედით, და იგინიმცა ვერ გუხედვიდეს? ამისთჳს ამასცა ვისწავებთ მისგან, რამეთუ თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 7:9
8. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს.9. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას.10. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7