თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამით სიტყჳთა, მე ვჰგონებ, თუ სხუასაცა რასმე მოასწავებს, რამეთუ ნუუკუე მიცემასაცა მისსა განიზრახვიდეს ჰურიათა, და ამისთჳს თქუა, თუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“, ესე იგი არს, ჟამი ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისაჲ, და რაჲსათჳს უწინარეს ჟამისა ისწრაფით მოკლვად ჩემდა?
სახარებაჲ იოვანესი 7:6
5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.6. ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს.7. ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7