მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:52

51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.53. და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენცა გალილეველ ხარო?“ (7,52).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა განუკითხველად დაშჯიან მას, ანუ თუ არა უჴმს მათ თქუმად სიტყჳსა. ხოლო იგინი უგუნურებით და გულისწყრომით ჰყოფენ თჳსსა მას სიტყუასა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი; სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე (7,40-41); სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა (7,12); ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით?“ (7,41-42). და კუალად სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).:

...ესად თქუა და უშემაწუხებელჱსად, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ და უფროჲსად აქო მაცხოვარმან, ვითარცა ჭეშმარიტი ისრაიტელი. რამეთუ ამათ ნიკოდემოსსცა ჰრქუეს, ვითარმედ: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არა თუ სწავლად და ცნობად ჭეშმარიტებისათჳს თქუეს, არამედ რაჲთამცა ოდენ განამტყუვნეს ქრისტესი იგი საქმჱ. ხოლო ნათანაელ ჭეშმარიტებისმოყუარჱ იყო და წერილნი ყოველნივე კეთილად ესწავლნეს და ამისთჳს იტყოდა სიტყუასა მას, და ესენი ოდენ ამისთჳს იყვნეს, რაჲთამცა არავინ ჰგონებდა მისთჳს, თუ ქრისტე არს. ამისთჳსცა არარაჲ გამოუცხადა მათ, რამეთუ იგინი თავისა თჳსისაცა წინააღმდგომსა იტყოდეს, რამეთუ ოდესმე თქჳან, ვითარმედ: „ვიცით, ვინაჲ არს“, და კუალად ოდესმე: „ბეთლემით მოვალსო“. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ცნესცა და წინააღუდგეს. რამეთუ აჰა ვთქუათ, თუ ადგილსა უმეცარ იყვნეს ნაზარეთს შინა აღზრდისა მისისათჳს, დაღაცათუ ესეცა შეუძლებელ არს: საცნაურ იყო, ვითარმედ არა მუნ შობილ იყო; არამედ ვთქუათ, თუ არა იცოდეს. ნუუკუე ნათესავიცა არავე იცოდესა, რამეთუ თესლისაგან და ნათესავისა დავითისა იყო? ვითარ უკუე იტყოდეს, თუ: არა დავითის ნათესავისაჲ არს? არამედ ამას ყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ოდეს მოვიდა იგი გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ექმნა იესუს დღესასწაულსა მას იერუსალჱმს, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას“ (4,45).:

...ლი ეხილვა, რაოდენი ექმნა იესუს დღესასწაულსა მას იერუსალჱმს, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას“ (4,45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ რომელნი შეურაცხად აქუნდეს ფარისეველთა და მწიგნობართა, იგინი უფროჲსად მოიქცეოდეს? რამეთუ გალილეაჲსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: „გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“; და სამარიტელნი კუალად საძაგელად აქუნდეს, ვიდრეღა, აგინებდეს რაჲ, ეტყოდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“. და აჰა ესერა სამარიტელთაცა და გალილეველთა ჰრწმენა უფალი სირცხჳლად და საყუედრელად ჰურიათა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).:

...ლეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი მნათობნი გამოაჩინნა. ხოლო ვინაჲ ცნა ფილიპე, თუ ესე არს ქრისტე? მე ვჰგონებ, ვითარმედ პეტრეს და ანდრიაჲს მიერ ესწავა, და ამისთჳსცა ადრე შეუდგა; ხოლო იტყჳს მახარებელი დაბასაცა მისსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ უძლურნი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი დაწერა მოსე შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით“ (1,45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათანაელ შჯულისმეცნიერი იყო და ჭეშმარიტისა მეძიებელი, ვითარცა ქრისტე წამებს, ამისთჳს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მოიყვანნა ფილიპე მოწამედ, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნნა, ხოლო უკუეთუ „ძედ იოსებისა“ თქუა, ნუ შეშფოთნები, რამეთუ ჯერეთ საგონებელ იყო, ვითარმედ ძჱ არს იოსებისი. ხოლო ვითარცა-იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).:

...ნი არიან სიტყუანი ესე, არამედ საღმრთოჲსა მის ძალისა, რომელმან აღძრა სული მისი.

ვიხილოთ უკუე, ვინაჲ არს. რამეთუ არს იგი დაბისა ფრიად მცირისაჲ და ქუეყანისა უნდოჲსაჲ, რომელი არარას კეთილსა გამოიღებდა, რამეთუ გალილეასა შეასმენდეს მწიგნობარნი და იტყოდეს: „იხილეთ, რამეთუ გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. და იტყოდა ჭეშმარიტი იგიცა ისრაიტელი, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ და ამის ესევითარისა ქუეყანისაჲ იყო ნეტარი ესე, ხოლო მამისა გლახაკისა მეთევზურისაჲ, ტბასა შინა მცირესა იქცეოდეს და კერვიდეს ბადეთა, რომელ ესეცა სიგლახაკისა სასწაული არს; და ესრეთ მიუწოდა მას ქრისტემან ძმასა მისსა თანა. ხოლო სწავლისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად? რამეთუ თჳთ ამას ჴელოვნებასა მეთევზურობისასა ფრიადი უსწავლელობაჲ შეუდგს, რამეთუ რომელი-იგი მარადის მეთევზურობასა შინა იყო, ოდესმცა ესწავა წერილისაჲ რაჲმე? და ესრეთ ამან მეთევზურმან, რომელი ტბათა შინა იქცეოდა და თევზთა თანა; ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსა მოსრულ იყო მამისა გლახაკისა ძჱ და გლახაკი ფრიად და უსწავლელი სრულიად, რომელსა არცა პირველ ესწავა წერილისაჲ, არცა უკუანაჲსკნელ ისწავა, ვინაჲთგან შეუდგა ქრისტესა.

ვიხილოთ, თუ რასა იტყჳს, ან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

...ითარცა-იგი ნათანაელ ამის გამოძიებად მოვიდა და ჰრქუა: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“ რამეთუ შეურაცხი იყო სოფელი იგი და ყოველი იგი კერძო გალილეაჲსი. ამისთჳსცა იტყოდეს ფარისეველნი: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არამედ უფალსა არა სირცხჳლ-უჩნდა წოდებად შეურაცხისა მის ქალაქისა მოქალაქედ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არარაჲ კაცობრივი საჴმარ იყო მისდა. და მოწაფენიცა თჳსნი გალილეაჲთ გამოირჩინა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვი-თარმედ უკუეთუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაჲ გუაქუნდეს, არარაჲ კაცობრივი გუეჴმაროს ჩუენცა.

ამისთჳს უფალმან ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავს-იდვა და არცა სახლი აქუნდა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“; და ჰეროდესგან ივლტოდა; და იშვა რაჲ, ბაგასა მიიწვინა; და დედაჲ არა მდიდართაგან გამოირჩია, რაჲთა ამით ყოვლითა ზუაობისა ვნებაჲ განაქარვოს კაცთაგან და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არარაჲ ამათგანი ბოროტ არს, არცა ესევითარისა რაჲსმე კაცობრივისა პატივისა ჯერ-არს ძიებაჲ, არამედ მცნებათა ხოლო ღმრთისათაჲ, ვითარმცა გუეტყოდა: რაჲსთჳს სიმდიდრისათჳს მშობე...

სრულად ნახვა