თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳთ, ჵ უბადრუკნო? ამასცა ზედა ქრისტესა აბრალებთა და არა მათ, რომელნი ურწმუნო იქმნნეს? და იტყჳთ, ვი-თარმედ:
სახარებაჲ იოვანესი 7:48
...ი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი ბოროტი არა ეყოფვოდა, არამედ ლაზარესიცა ენება მოკლვაჲ.3 ჵ უკეთურნო! ქრისტესთჳს იტყოდეთ, თუ: „შაბათსა დაჰჴსნის და ღმერთჰყოფს თავსა თჳსსა, და ჰრომნი მოვლენ მისთჳს და წარგუტყუენვენო“. ; (11,48) ლაზარესთჳს რასაღა იტყჳთ? რაჲ ბოროტი ქმნა? იხილეთ, ვითარ მკლველ იყო გონებაჲ მათი, რამეთუ დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ექმნნეს უფალსა, არამედ არცა ერთსა ზედა იყვნეს ესრეთ განფიცხებულ, რამეთუ უზეშთაესცა იყო უფროჲს ყოველთასა და საკჳრველ მკუდრისა ოთხისა დღისა სლვაჲ და ზრახვაჲ. გარნა ბრმისათჳს და განრღუეულისა იტყოდეს შაბათსა მიზეზად და განადგენდეს ერსა, ხოლო აქა არარაჲ აქუნდა მიზეზი. ამისთჳს აღდგომ...