მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:44

43. და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის.44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.45. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა“ (7,44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ სხუაჲ არარაჲმცა იყო, არამედ ესე ოდენ კმა იყო ლმობიერ-ყოფად მათა, არამედ არა ლმობიერ იქმნნეს, არცა შეინანეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განიბნინეს და არა ინანეს“. რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს: რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: „რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა“, რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია; რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა, და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა, და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის