მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:4

3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ.4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. რამეთუ არავინ იდუმალ რასმე იქმნ და ჰნებავნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (7,3-5).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელი სიტყუაჲ თქუეს ურწმუნოებისაჲ, რომელნი ევედრებოდეს მას სასწაულთა ქმნად? გარნა ფრიადისა ურწმუნოებისა სახე არიან სიტყუანიცა მათნი და უჟამოჲ იგი კადნიერებაჲცა, რამეთუ ჰგონებდეს, თუ თჳსებისა მათისათჳს ჯერ-არს კადნიერებით სიტყუაჲ მისა მიმართ. და დაწყებაჲ იგი ჩანს, ვითარცა მოყუარეთაჲ, არამედ ფრიადითა სიმწარითა სავსე არიან სიტყუანი ესე, რამეთუ მო-შიშებასაცა და დიდებისმოყუარებასაცა დასდებენ მის ზედა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ იდუმალ რასმე იქმნ“, მოშიშებისათჳს მაბრალობელთა სიტყუაჲ არს და რომელნი იჭუეულცა იყვნიან საქმეთა მათთჳს, ხოლო კუალად და ესე, თუ: „ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.

ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“, და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:

...ი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი ბოროტი არა ეყოფვოდა, არამედ ლაზარესიცა ენება მოკლვაჲ.3 ჵ უკეთურნო! ქრისტესთჳს იტყოდეთ, თუ: „შაბათსა დაჰჴსნის და ღმერთჰყოფს თავსა თჳსსა, და ჰრომნი მოვლენ მისთჳს და წარგუტყუენვენო“. ; (11,48) ლაზარესთჳს რასაღა იტყჳთ? რაჲ ბოროტი ქმნა? იხილეთ, ვითარ მკლველ იყო გონებაჲ მათი, რამეთუ დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ექმნნეს უფალსა, არამედ არცა ერთსა ზედა იყვნეს ესრეთ განფიცხებულ, რამეთუ უზეშთაესცა იყო უფროჲს ყოველთასა და საკჳრველ მკუდრისა ოთხისა დღისა სლვაჲ და ზრახვაჲ. გარნა ბრმისათჳს და განრღუეულისა იტყოდეს შაბათსა მიზეზად და განადგენდეს ერსა, ხოლო აქა არარაჲ აქუნდა მიზეზი. ამისთჳს აღდგომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...ჲ და კითხვაჲ ამის სიტყჳსაჲ, რაჲთა თქუას რაჲ, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან“, - და ამას ადგილსა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ და დასუენებაჲ, რაჲთა სიტყუაჲ ესე, თუ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან“, არღარა მისვე გან-ჩინებისაჲ იყოს. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იტყოდეს, თუ: „ესე არს ქრისტე“, და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა?“ ამისთჳს ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ: სიმართლჱ ჯერ-არს გონებისაჲ, რაჲთა არა სასწაულთათჳს ოდენ, არამედ წერილთა მიერცა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემდა მომართ. ხოლო მრავალთა სასწაულნიცა მისნი იხილნეს და არა ჰრწმენა; და იტყოდეს, ვითარმედ: „არა იტყჳსა წერილი, თუ ქრისტე თესლისაგან დავითისა მოვალს?“ ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა, და მიავლენს მათ წერილთა მიმართ. რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“; და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“; და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცითო, თუ ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).:

...ლად სხუანი ვიეთნი იტყოდეს: „ვიცით, რომელ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“? „ვიცითო, ვინაჲ არს“, და კუალად, „არა ვიცით, თუ ვინაჲ არსო“. იხილენ სიტყუანი მთრვალთანი! და კუალად იტყჳან: „ნუუკუე გალილეაჲთ მოვალს ქრისტე? არა ბეთლემით მოვალსა?“ იხილე სიტყუაჲ ესე განცოფებულთაჲ: ვიცით და არა ვიცითო, და ბეთლემით მოვალს ქრისტე, და „ქრისტე ოდეს მოვიდოდის, არავინ უწყოდისო, ვინაჲ არს“. რაჲ არს ამის სიცოფისა უცხადჱსი? რამეთუ ერთისა მიმართ ოდენ იყო მოსწრაფებაჲ მათი - რაჲთამცა არა ჰრწმენა. ისმინეთ უკუე, რაჲ მიუგო უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...ათაცა მათთა იტყჳს უგუნურებითა სავსეთა. რამეთუ აიძულებდეს მისლვად იერუსალჱმდ არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რაჲთა მოატყუან თავთა თჳსთა დიდებაჲ მის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთჳს ეტყოდეს: „უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არავინ იდუმალ რასამე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო“. ამისთჳსცა თავადმან შეჰრისხნა მათ ჴორციელისა მის და კაცობრივისა გულისსიტყჳსა მათისათჳს. ეგრეთვე აქა, ამით ესევითარითა უგულისჴმოებისა გულისსიტყჳთა მივიდეს და არა ჯერ-იჩინეს მოძღურებისა მისისა სმენად, არამედ გარე დგეს და ეძიებდეს, რაჲთამცა თავადი განვიდა მათა, რამეთუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულ-თათჳს მისთა. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან, რაჲთა მოიყვანნეს იგინი გულისჴმის-ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაჲ თანააც, და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არა კაცი არს ლიტონი, არამედ მხოლოდშობილი იგი ძე ღმრთისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ თუ უმეცარ იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ დიდსა მოვიდეს გულისჴმის-ყოფასა და საზომსა მიიწინეს მაღალსა მადლითა უფლისაჲთა და თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ მოიგეს სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“.

ეჰა პატიოსნებაჲ სათნოებისაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (8,20).:

...უარო სახიერო“, ვინაჲთგან არა გულისად, არამედ ლიქნისსახედ ეტყოდა სიტყუასა მას, არარაჲ ჰრქუა სიტყუაჲ შემადლებისაჲ, არამედ: „რასა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.

და კუალად, ოდეს-იგი ჰრქუეს მას ძმათა მისთაო, „გამოუცხადე თავი შენი სოფელსა“, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳან, რაჲთა აქუნდეს მათ მიზეზი ზუაობისაჲ, მიუგო და ჰრქუა მათ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე არს“.

და კუალად, ოდეს იოვანე მოუვლინა მოწაფენი და ჰრქუა: „შენ ხარ მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ“. არა სიტყუათა მიმართ, არამედ გონებისაებრ მომავლინებელისა მის მისცა პასუხი; და ეგრეთვე, ოდეს ერსა მას ეტყოდა იოვანესთჳს.

ამითვე სახითა ამასცა მწიგნობარსა მიუგო არა სიტყჳსა მისისაებრ, არამედ გონებისა; და იხილე, რაბამსა სახესა სიმდაბლისასა აქაცა აჩუენებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ყოველი ძალ-მიც და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ მაქუს, არამედ არაქონებაჲ აჩუენა, - „ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოსო“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...აღთქუმაჲ ღმრთისაჲ ორთავე მიმართ იქმნა, არამედ აბრაჰამისი იგი, ვითარცა ადრინდელი, მივიწყებულ იყო, ხოლო დავითისი, ვითარცა ახლად ყოფილი, ყოველთა მიერ იქადაგებოდა. ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳან ჰურიანი: „არა წინაწარმეტყუელი იტყჳსო, ვითარმედ თესლისაგანი დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მიერ ქრისტე მოვიდეს?“ და არავინ იტყოდა ქრისტესა ძედ აბრაჰამისა, არამედ ძედ დავითისა იტყოდეს ყოველნივე, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მახლობელობისათჳსცა ჟამისა და მეფობისათჳს უმეტესად იჴსენებოდა ყოველთა მიერ. ამისთჳსცა შემდგომთა მათ მისთა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდეს, დავითისგან პატივ-სცემდეს, არა კაცნი ოდენ, არამედ ღმერთიცა. რამეთუ ეზეკიელ და სხუანი იგი წინაწარმეტყუელნი იტყოდეს მოსლვასა და აღდგომასა დავითისსა, არა თუ მიცვალებულსა მას და აღსრულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა...

სრულად ნახვა