მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:37

36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ საღმრთოთა დამტკიცებად გულთა შინა მათთა. რამეთუ წყურიელთა რაჟამს წყალი მიიღონ, ფრიადითა გულისთქუმითა სუმენ მას, ვიდრემდის მათ შორის მყოფი იგი წყურილისა სიმჴურვალჱ დააცხრონ. ეგრეთვე რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებდენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერარს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვი-თარცა უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს“; და კუალად აჰა ესერა ამას ადგილსა ღაღადებს და იტყჳს:

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ჩემდა მოკლებად“.

მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.

ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲსათჳს მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: „რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს“. ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ: წინააღმდგომ ღმრთისა არს და ამისთჳს არ...

სრულად ნახვა