ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას“ (7,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე რადღა არს აქა, თუ: „იერუსალჱმელთაგანნი“? ამისთჳს, რამეთუ გჳჩუენებს მახარებელი, ვითარმედ რომელნი-იგი უმეტესთა და დიდთა სასწაულთა მისთა მხილველ იყვნეს, იგინი იყვნეს უსაწყალობელჱს ყოველთასა, - რომელთა ეხილვა ღმრთეებისა მისისა სასწაული დიდი, იგინი ყოველსა მას საშჯელსა ზედა მთავართა მათ განხრწნილთასა გულისხმა-ჰყოფდეს. ანუ არა დიდი...