მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:34

33. და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.35. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“ (7,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა სიკუდილსა შინა ეგულებოდა და-შთომად, ძალ-ედვა მათცა წარსლვაჲ, რამეთუ მუნ წარვალთ ყოველნი. უმეცართა მათ უკუე ერთა მოსდრეკდეს სიტყუანი ესე და ამპარტავანთა შეაშინებდეს და სწავლისმოყუარეთა მოსწრაფე-ჰყოფდეს სმენად, რა-ჟამს ესმამცა, თუ: „მცირედღა“, და არღარა ეგულებოდის მათ სწავლა-თა სმენად. და არა თქუა, თუ: მცირედ ჟამ აქა ვარ, არამედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარო“, ესე იგი არს, ვითარმედ: გინა თუ მდევნიდეთ, გინა თუ მებრძოდით, მცირედსა ამას ჟამსა თქუენ თანა ვარ და არა დავსცხრები განგებულებათა მათ ჩემთა თქუენ ზედა ქმნად და ცხორებისათჳს სულთაჲსა სწავლად, და მერმე „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“ (7,33). ესე კმა იყო შეშინებად და შეურვებად მათა. და ვითარმედ საჴმარ-ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?“ (8,46).:

...მრთისანი ხართ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?“ (8,46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მარადის განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“? ; (13,33); ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა იცნით სიტყუანი ჩემნი“, და ამისთჳს არა იცნით, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ არა გაქუს; ხოლო ესე ამისთჳს არს, რამეთუ გონებაჲ თქუენი კუალად შემშჭუალულ არს ქუეყანისადა, და ჩემნი ესე სიტყუანი მაღალნი არიან, და ვინაჲთგან თქუენნი სულნი ბოროტთაგან შეიწრებულ არიან, ამისთჳს არა დაეტევის ჩემთა სიტყუათა სიმაღლჱ თქუენ შორის. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფაჲ სიტყუათა მისთაჲ, რაჲმცა ყვეს? არამედ აქა შეუძლებელობაჲ არანებებასა უწესს, ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენ ნებსით თქუენით უგუნურ-ჰყვენით თავნი თქუენნი და ვერარაჲსა გულისხმისმყოფელ. რამეთუ ვინაჲთგან იგინი სდევნიდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს ვსდევნით, ამისთჳს თავადმან უჩუენა, ვითარმედ დევნაჲ მისი მოძულეთა ღმრთისათაჲ არს, ხოლო მოყუარეთა მისთაჲ არს სარწმუნოებაჲ მისი; რამეთუ არა თუ არასარწმუნოებაჲ თქუენიო ჩემისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა“ (8,31).:

...რა შეიწყნარეს მათ სიტყუაჲ მისი, არამედ ოდენ ისმენდეს სიტყუათა მათ. ამისთჳსცა უმტკივანესად ჰრქუა, რამეთუ მუნ თქუა ესრეთ ლიტონად, ვითარმედ: „მეძიებდეთ მე“, ხოლო აწ უმეტესი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ“, და თუ ვითარ, უჩუენებს მათ, რამეთუ: „ვერ ძალგიც მოსლვად მუნ და ვედრებად ჩემდა“. ; (8,21); (13,33)

სწავლაჲ ნგ: ვითარმედ ჯერ-არს წიგნის კითხვასა შინა და ეკლესიასა მოსწრაფებაჲ

ხოლო უკუეთუ ესრეთ გამოვეძიებდეთ წერილთა, გამოწულილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ; უკუეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისაჲ და ცხორებაჲ კეთილი. დაღაცათუ ვინ ფრიად ფიცხელ იყოს და მოუდრეკელ და არარას ნაყოფსა გამოიღებდეს სხუათა მათ ჟამთა, არამედ ჟამსა მას წიგნთა საღმრთოთა სმენისასა უეჭუელად გამოიღოს ნაყოფი და მოიღოს სარგებელი რაჲმე სულისაჲ, რომელმანმე - ფრიად, და რომელმანმე - მცირედ, გარნა ყოველნივე მიიღებენ. რამეთუ უკუეთუ ვინ სულნელთა სავაჭრო-თა თანაწარჰჴდებოდის ანუ ჯდეს მახლობელად მისა, უნდეს თუ არა, იყნოსებს იგი ესევითართა მათ სულნელთაგან, არა უფროჲსად მიიღოსა სულნელებისა სულიერისა ყნოსაჲ, რომელი ეკლესიას მივიდოდის? რამე-თუ ვითა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).:

...ცა მისი ახლოს იყო, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცი, თუ ვინაჲ მოვალ და ვიდრე ვალ“. ხოლო ესე სიტყუაჲ არა ძლიერად შეეხო მათ, არამედ მან სიტყუამან უფროჲსად შეაშინნა, რომელი შესძინა და თქუა, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“, ; (13,33);

რამეთუ უჩუენა, ვითარმედ არა დადგრომად არს სიკუდილსა შინა. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ ღმერთი ვარ მე, არამედ ჰრქუა, თუ: „ვიცი, ვინაჲ მოვალ“? გარნა ამისთჳს, რამეთუ მარადის მდაბალთა სიტყუათა აღჰრევს მაღალთა თანა და ჰფარავს მათ. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მე თავისა ჩემისათჳს ვწამებ“, და რა-ჟამს ესე გამოაჩინა, კუალად მდაბლისა სიტყჳსა მიმართ მოვიდა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, ვის მიერ მოვლინებულ ვარ და ვისა მიმართ მივალ“. რამეთუ ესრეთ ვერღარა ძალ-ედვა სიტყჳს-გებაჲ, რა-ჟამს ცნესმცა, ვითარმედ მის მიერ მოვლინებულ არს და მისა მიმართ მივალს. რამეთუ უჩუენებს იგი, ვითარმედ: ვითარმცა ვთქუ ტყუვილი, რომელი მის მიერ მოსრულ ვარ და მისა მიმართ წარვალ, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა? ხოლო თქუენ არა იცით ღმერთი, ამისთჳს ჴორციელად შჯით. რამეთუ რომელთა ესეოდენნი იგი სახენი და მხილებანი და იგავნი მიეხუნეს, ჯერეთ იტყოდეს, ვითარმედ: „ა...

სრულად ნახვა