თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელსა-იგი ძალ-ედვა მოდრეკად მათა და შეშინებად, იგი სიტყუათა იტყჳს სიმდაბლითა სავსეთა, ვითარმცა იტყოდა: რად ისწრაფით მოკლვად ჩემდა და განძებად? მცირედსაღა ჟამსა მელოდეთ, და მერმე, დაღაცათუ გენებოს დაყენებაჲ ჩემი თქუენ თანა, არა ვდგე. და მერმე, რაჲთა არა სიკუდილად გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველ-თა ზედა მოიწევის, რამეთუ ესეცა მოიგონეს მათ, ხოლო რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 7:33
32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი.33. და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა.34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7