თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ...
სახარებაჲ იოვანესი 7:28
27. არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს.28. ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით.29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7