მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:25

24. ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ.25. იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?26. აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
25. იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა ჴელ-ეწიფებოდა ჰურიასტანს სლვად, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი მოკლვად“ (7,1).:

...ა ვერ ხედვიდიან, ამას ვერ ჴელ-ეწიფებოდაა? და ვითარ უკუანაჲსკნელცა შორის მათსა განვლო შორის ტაძარსა, რაჟამს კრებაჲ იყო, და მკლველნი იგი მუნ იყვნეს? და ფიცხელთა სიტყუათა ეტყოდა, ვიდრეღა მათცა უკჳრდა, ვითარმედ: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა კადნიერებით ეტყჳს მათ, და არარას ეტყჳან მას“. რანი არიან უკუე იგავნი ესე? გარნა არა იგავნი არიან. ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ვიტყჳ, თუ ღმრთეებისაცა საქმეთა აჩუენებდა და კაცებისათაცა; და რაჟამს თქუას, თუ: „ჴელმწიფებაჲ არა აქუნდა“, ვითარცა კაცისათჳს იტყჳს და კაცობრივთა მათ საქმეთა მოქმედისა, ხოლო ოდეს იტყოდის, თუ: შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, მაშინ ღმრთეებისა მისისა საქმეთა გჳჩუენებს და ძალსა მას მისსა. რამეთუ ჭამაცა, ვი-თარცა კაცმან, და იყო ღმერთი, და ორივე ჭეშმარიტებით აქუნდა: ღმრთეებაჲცა და კაცებაჲცა. რამეთუ რომელი-იგი შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, ესე ძალსა მას მისსა უძლეველსა აჩუენებს, და კუალად, რომელი-იგი იშიშვოდა, ესე განგებულებასა მას კაცებისა მისისასა გამოაცხადებს, რაჲთა ვერცა პავლე სამოსატელი შემძლებელ იქმნეს თქუმად გმობისა თჳსისა, ვერცა კუალად მარკიონ, რამეთუ ამათ ორთავე პირთა დაუყოფს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველ-თა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ“ (21,45-46).:

...ის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“. ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა ენება ყოვლადვე უაღრეს ბუნებათა ქმნად, რაჲთა განგებულებაჲ იგი განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო იქმნას.

არამედ ჵ ფრიადი იგი სიბრმე ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართაჲ! ვითარ არცა სიტყუათაგან უფლისათა შეიკდიმეს, არცა წინაჲსწარმეტყუელთა ჴმანი ისმინნეს, არცა თჳსთა სიტყუათაგან შეირცხჳნეს, არცა ერისა მისგან შეიგონეს. ესრეთ ყოვლით კერძო დააბნელნა იგინი შურმან და დიდებისმოყუარებამან და ძიებამან წარმავალისა ამის პატივისამან. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ წარმწყმედელ კაცისა, ვი-თარ შემსჭუალვაჲ და სიყუარული ამის საწუთროჲსაჲ და საცთურთა მათ მისთაჲ; არარაჲ ესრეთ უცხო-ჰყოფს საუკუნეთა კეთილთაგან, ვითარცა ტრფიალებაჲ ცუდისა ამის და ამაოჲსა სოფლისაჲ. ხოლო რომელთაცა შეიყუარონ საუკუნე იგი სუფევაჲ და...

სრულად ნახვა