თ ა რ გ მ ა ნ ი: და სიტყუაჲ ესე რისხვისაჲ არს და გულისწყრომისაჲ და სულისა ურცხჳნოქმნულისაჲ, რომელსა არა ჰრცხუენინ ყოვლადვე მხილებისაგან და ჰგონებდეს, თუ შეშინებულ არს; და მერმე, ვითარცა ავაზაკთა რაჲ ბოროტი ვისთჳსმე ზრახიან და მერმე ჰნებავნ, რაჲთამცა არა განეკრძალა კაცი იგი, და ესე ქმნიან უარის-ყოფითა თჳსითა, ეგრეთვე ესენი იქმან. ხოლო თავადმან დაუტევა მხილებაჲ მათი ამას ზედაცა, რაჲთა არა უურცხჳნეს იქმნნეს, და კუალად სიტყუასა მასვე იწყო, რომელსა იტყოდა დაჴსნისათჳს შაბათისა, და შჯულისაგან დაუყოფდა პირსა.
და იხილეთ, ვითარ სიბრძნით ყო ყოველივე, ვითარმცა ეტყოდა, თუ: არა საკჳრველ არს, უკუეთუ ჩემდა ურჩ ხართ, ვინაჲთგან შჯულსაცა ურჩ ექმნებით, რომელსა ჰგონებთ, თუ ჰმორჩილობთ, და რომელსა იტყჳთ, თუ: „მოსე მოგუცა“. არარაჲ არს უკუე საკჳრველ, უკუეთუ ჩემნიცა სიტყუანი არა გრწმენან. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა უწყით, თუ ვინაჲ არს“, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ მასცა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს, რამეთუ შჯული მან მოგცა და არა ისმინეთო.