მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:18

17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ.18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.19. ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).:

...მიზეზი რაჲმე იყო, რომლისათჳს მას იტყოდა? და თუ რაჲსათჳს ეტყოდა, ვითარმედ: „არარას თავით ჩემით ვიქმ“? რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ჰსურის მას დიდებისათჳს კაცობრივისა. ამისთჳს, რაჟამს სიმდაბლით იტყოდის, იტყჳს, ვითარმედ: „მე დიდებასა მამისა ჩემისასა ვეძიებ“, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არა უყუარს მათმიერი დიდებაჲ.

ხოლო სიმდაბლით მეტყუელებისა ამის მიზეზნი მრავალნი არიან: ერთად, რაჲთა არა უშობელად საგონებელ იყოს, და რაჲთა არა წინააღმდგომად მამისა ჰგონებდენ, და რაჲთა კაცებაჲ თჳსი დაამტკიცოს, და უძლურებისათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...რს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.

„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა ოდენ გულისხმა-ჰყოფდენ ღმრთისა განგებულებასა, რაჲთა დაღაცათუ აქა არა მიიღონ ნაცვალი, არა იქმნნენ ამის მიერ უზრუნველ და უდებ, არამედ რაჲთა მომავალსა მას საუკუნოსა მოელოდიან, რაჲთა არცა ამის სოფლისა ჭირითა მერმესა მას განსუენებასა არა მოელოდიან, არცა ამის საწუთროჲსა განსუენებითა უზრუნველ იყვნენ მერმეთა მათ სატანჯველთათჳს, არამედ რაჲთა სხუასა ცხორებასა მოელოდიან.

სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა

გარნა მათ არარაჲ ირგეს ზედაჲსზედა მოჴსენებითა მით სიტყუასა მას აღდგომისასა, ხოლო ჩუენ ვირგოთ, ძმანო, მრავალგზის სმენითა აღდგომისა მისთჳს მერმისა. გინა თუ ანგაჰრებაჲ ვინებოთ,...

სრულად ნახვა