მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 7:1

1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 7
1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა ჰურიასტანს სლვად. იყო მოახლებულ დღესასწაული ჰურია-თაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უძჳრეს შურისა. ამის მიერ შემოვიდა სიკუდილი სოფლად, რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან კაცი პატივსა შინა, ვერ თავს-იდვა მისი იგი კეთილი, ამისთჳს ყოვლით კერძო ისწრაფდა მოკლვად მისა. და ყოვლადვე ამის ძირისა ნაყოფი ესევითარი არს. ესრეთ აბელ მოიკლა, და დავითს ეგულებოდა კნინღა სიკუდილი შურითა ჴელითა საულისითა; ამის მიერ იქმნნეს ჰურიანიცა ქრისტესმკლველ, და ამისთჳს იტყჳს მახარებელი:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ისაგან, რამეთუ არა აქუნდა კადნიერებაჲ, და რომელნიმე მთავრობისმოყუარებისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამან ცილობამან პირველ იწყო ერსა შორის და მერმე მთავართაცა შორის შევიდა; „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“. ჰხედავა, ვითარ უგულისხმო იყვნეს მთავარნი იგი? რამეთუ არარაჲ ახოვანებაჲ აჩუენეს, არამედ მეყსა შინა კუალად ფარისეველთავე შეეყვნეს, თუ არა, უკუე-თუმცა სრულიად განყოფილ იყვნეს მათგან, ეცნამცა ჭეშმარიტებაჲ ადრე, რამეთუ იქმნების კეთილი განყოფილებაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა, არამედ მახჳლისა“. ; რამეთუ არს ჭეშმარიტი ერთობაჲ, და არს კეთილი განყოფილებაჲ, რამეთუ რომელნი-იგი გოდოლსა მას აღაგებდეს, შე-ვე-ერთნეს ბოროტსა ზედა, და იგინივე კუალად, დაღაცათუ უნებლიაჲთ, არამედ განიყვნეს კეთილად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).:

...მიზეზი რაჲმე იყო, რომლისათჳს მას იტყოდა? და თუ რაჲსათჳს ეტყოდა, ვითარმედ: „არარას თავით ჩემით ვიქმ“? რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ჰსურის მას დიდებისათჳს კაცობრივისა. ამისთჳს, რაჟამს სიმდაბლით იტყოდის, იტყჳს, ვითარმედ: „მე დიდებასა მამისა ჩემისასა ვეძიებ“, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არა უყუარს მათმიერი დიდებაჲ.

ხოლო სიმდაბლით მეტყუელებისა ამის მიზეზნი მრავალნი არიან: ერთად, რაჲთა არა უშობელად საგონებელ იყოს, და რაჲთა არა წინააღმდგომად მამისა ჰგონებდენ, და რაჲთა კაცებაჲ თჳსი დაამტკიცოს, და უძლურებისათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...რს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.

„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა ოდენ გულისხმა-ჰყოფდენ ღმრთისა განგებულებასა, რაჲთა დაღაცათუ აქა არა მიიღონ ნაცვალი, არა იქმნნენ ამის მიერ უზრუნველ და უდებ, არამედ რაჲთა მომავალსა მას საუკუნოსა მოელოდიან, რაჲთა არცა ამის სოფლისა ჭირითა მერმესა მას განსუენებასა არა მოელოდიან, არცა ამის საწუთროჲსა განსუენებითა უზრუნველ იყვნენ მერმეთა მათ სატანჯველთათჳს, არამედ რაჲთა სხუასა ცხორებასა მოელოდიან.

სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა

გარნა მათ არარაჲ ირგეს ზედაჲსზედა მოჴსენებითა მით სიტყუასა მას აღდგომისასა, ხოლო ჩუენ ვირგოთ, ძმანო, მრავალგზის სმენითა აღდგომისა მისთჳს მერმისა. გინა თუ ანგაჰრებაჲ ვინებოთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედ, მოუწოდე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, რამეთუ არა გივის ქმარი. ხოლო ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ეგე ჭეშმარიტად სთქუ. ჰრქუა მას დედაკაცმან: უფალო, ვხედავ, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი ხარ“ (4,16-19).:

...ა მხილებაჲ, და არა ვითარცა ჰურიათა, რამე-თუ მათცა ამხილა მრავალგზის გულისსიტყუაჲ გონებისაჲ, რომელ-იგი უზეშთაეს არს, ვიდრე ქმნილისა საქმისასა ცნობად გულისსიტყუაჲ, რამეთუ ესე მხოლოჲსა ღმრთისა საქმე არს. გარნა ჰურიათა არა თუ ოდენ არა დაუკჳრდა, არამედ განრისხნესცა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?“ რომელთა-იგი სხუანიცა მრავალნი სასწაულნი მისნი ეხილვნეს და მას ყოველსა ზედა ეტყოდეს, ვითარმედ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ ხოლო დედაკაცსა მას იგი ოდენ ეხილვა საკჳრველი, ხოლო არა აღშფოთნა, არამედ დაუკჳრდა და წინაჲსწარმეტყუელად აღიარა.

და უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ითხოვდა დედაკაცი იგი ნიჭსა მას წყლისა ცხოველისასა, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა ძალი სასწაულთა თჳსთაჲ, რაჲთამცა ჰრწმენა მისი დედაკაცსა, რამეთუ უკუეთუმცა არა ჰრწმენა, ვითარმცა მოეღო წყალი იგი ცხოველი? და კუალად ესრეთ უკითხავად არა ამხილა. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „მოხადე ქმარსა შენსა“. ხოლო დედაკაცსა მას ენება, რაჲთამცა ბილწი იგი საქმჱ დაფარა, რამეთუ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა, და ჰრქუა: „არა მივის ქმარი“. ესე რაჲ ესმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო შენებაჲ წესთა მათ შჯულისათა.

ამათ შეურაცხ-ყვეს ქრისტე, რამეთუ იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“; „არამედ აცთუნებს ერსა“; და მრავალსა ესევითარსა ეტყოდეს. ღაღადებს უკუე წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ესე ლოდი, რომელი უგუნურთა მათ მაშენებელთა შეურაცხ-ყვეს, ესოდენ პატიოსან არს, ვიდრეღა თავ საკიდურთა იქმნა. ხოლო თავ საკიდურთა არა ყოველსა ლოდსა ჴელ-ეწიფების ყოფად, არამედ რომელი-იგი არნ ფრიად გამოცდილი და შემძლებელი ორკერძოვე კედელთა მათ შეკრვად. ხოლო ამან ლოდმან არა ნაშენები იგი ოდენ შემზადა, არამედ ორნი იგი კედელნი განყოფილნი შეაერთნა. ესე არიან ჰურიათაგან და წარმართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა“.

ეჰა რაოდენი ბრალობაჲ არს ესე ჰურიათა...

სრულად ნახვა