თ ა რ გ მ ა ნ ი: უმაღლჱს იყო ესე გონებითა ფილიპესა, გარნა არცა ესე იყო სისრულესა მიწდომილ, და ვითარ ვჰგონებ, გულისხმა-ყვნა სასწაულნი, წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნულნი, და ვითარ ელისე ქმნა სასწაულნი პურთა მათ ზედა, გარნა სრულიად ვერ ეძლო გულისხმისყოფად, რამეთუ ჰგონებდა, თუ მცირედისაგან მცირედი განამრავლოს და ფრიადისაგან - ფრიადი, რამეთუ არა იცოდა, ვითარმედ მისდა ადვილ იყო მცირედისაგანცა და ფრიადისა სწორად განმრავლებაჲ პურთაჲ მათ. და არა თუ ნივთი უჴმდა მას წინამდებარედ, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: დაბადებულნი უცხო არიან მისისა სიბრძნისაგან, ვითარცა იკადრა ამისა შემდგომად მარკიონ თქუმად, ამისთჳს დაბადებულთაგან მოიღო ნივთი სასწაულისა ამის ქმნად. და ვინაჲთგან ორთავე მათ მოწაფეთა წარიწირეს სასოებაჲ პურისაჲ, მაშინ იწყო ქმნად სასწაულისა და გამოაჩინა უზეშთაესობაჲ სასწაულისაჲ მის უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნილისა. და ვიდრე პურნი არღარასადა ჩნდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ არაარსი ვითარცა არსი არს წინაშე მისა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოუწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა“, ამის-თჳს...
სახარებაჲ იოვანესი 6:9
...ყუაჲ იგი“. ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომართჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა სანოაგე-თა შეურაცხებაჲ.
„და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა“, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მამისაგან არს და ვითარმედ სწორი მისი არს ღმრთეებითა. რამეთუ ამათ ორთა პირთა დამამტკიცებელნი საქმენი ურთიერთას წინააღმდგომად ჩნდეს; რამეთუ სწორებასა მისსა ჴელმწიფებით ქმნაჲ სასწაულთაჲ გამოაჩინებდა, ხოლო თუ მამისაგან არს, ვითარმცა გულისჴმა-ყვნეს, გარნა ამით სახითა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა, და რომელ-იგი ყოველსა მას მიაჩემებდა და ხადოდა მას სასწაულ-თა ზედა. ამისთჳს არცა ამას ხოლო წესსა აღასრულებდა, არცა მას, არამედ ორსავე იქმოდა: ოდესმე ჴელმწიფებასა აჩუენებდა სასწაულთა ზედა და ოდესმე ილოცვიდა და ესრეთ იქმოდა, რაჲთა არა წინააღმდგომად ჩნდეს საქმე იგი. ამისთჳს უდარესთა სასწაულთა ზედა აღიხილნის ზეცად და უაღრესნი იგი ჴელმწიფებით აღ...