მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:7

6. ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან:
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12).:

...მოსწრაფებით ღუწოლაჲ, რაჲთა არა გუეუფლოს უკე-თურებაჲ, რამეთუ უადვილეს არს არაშთავრდომაჲ ბოროტსა, ვიდრე-ღა შთავრდომილისა აღმოსლვაჲ. რამეთუ იხილეთ იუდა, ვინაჲთგან შთააგდო თავი თჳსი ბოროტსა მას უკეთურებასა შინა, რაზომი შეწევნაჲ პოვა, და ვერვე განერა მისგან. რამეთუ თქუა მისთჳს, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველ-თათჳს ვიტყჳ“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველთა გრწამს“, და ვერცა ერთი მათგანი გულისხმა-ყო. ხოლო აწ, „ვითარცა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12). არღარა პეტრეს ოდენ, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს: „თქუენ მხადით მე: უფალო და მოძღუარო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ“ (13,13).

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მხადით მე“ (13,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსსა სიტყუასა შემოიღებს და მერმე შესძინებს, ვითარმედ: „ვარო“, რამეთუ სიტყუაჲ მათი შემოიღო, რაჲთა არა სამძიმარ იყოს მის მიერ თქუმული, და თჳსითა სიტყჳთა დამტკიცებაჲ მათისა სიტყჳსაჲ დაუმძიმებელ და უეჭუელ ჰყოფს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).:

...რამედ ამისთჳს არა ჰრქუა უფალმან, რაჲთა ფრიადითა სულგრძელები-თა თჳსითა შეარცხჳნოს იგი. რამეთუ მან იცოდა იგი, ვითარმედ მიმცემელი არს, და ესე პირველითგანვე აუწყა, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე არა ყოველთა გრწამს“; და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს, ; (13,29) ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა...

სრულად ნახვა