მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:67

66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?68. მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე თქუენცა გნებავსა წარსლვის?“ (6,67).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა კუალად, ვითარმედ არა ეჴმარების მას მათგან მსახურებაჲ და არცა ამისთჳს შეიწყნარნა იგინი; რამეთუ ვი-თარმცა ამისთჳს შეეწყნარნეს, რომელი მათცა ამასვე ეტყოდა? რამეთუ რაჲსათჳს არა აქნა იგინი? რაჲსათჳს არა დაუკჳრდა მათთჳს? ერთად, რაჲთამცა რაჲ-იგი მოძღუარსა ჰშუენის, აღასრულა, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამით სახითა ჯერ-არს უფროჲსად დამჭირვაჲ მათი. და უკუეთუმცა ექნეს, ნუუკუე მოიგონესმცა, თუ მომადლებისა ჩუენისათჳს იტყჳს და კაცობრივიმცა რაჲმე შეემთხჳა. ხოლო ესე, რომელ უჩუენებდა, ვითარმედ არა ეჴმარების მათი მის თანა ყოფაჲ, უფროჲსად დაიმ-ჭირვიდა მათ. და იხილე, ვითარ სიბრძნით ჰრქუა მათ; და არა ჰრქუა, თუ: წარვედით, რამეთუ ესე სახჱ არს განგდებისაჲ, არამედ ჰკითხა, ვი-თარმედ: „ნუუკუე თქუენცა გნებავსა წარსლვის?“ რომელი-ესე ყოველსავე ჭირსა და იძულებასა მოუღებდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჰნებავს, რაჲთა სირცხჳლისათჳს მისისა და რიდობისა დადგენ მის თანა, არამედ უკუეთუ უხარის და მადლიერ არიან; და არცა იგინი შეასმინნა ცხადად, არამედ უჩუენა, თუ ვითარ ჯერ-არს მის თანა ყოფაჲ. ხოლო ჩუენ ზედა ყოველივე წინააღმდგომი იქმნების, და...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა:

...ვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“** (). მათ კი მამაც და ბადეებიც დატოვეს და მას გაჰყვნენ. შემდეგ, სხვა დროს, ყველა მოწაფეს ეუბნება: „ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?“ (). პეტრე ეუბნება მას: უფალო, „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ“ (), „და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (); და „ვისა მივიდეთ ჩუენ?“ (). მოწაფეებზე რაღას ვამბობ? თვით ფარისეველებმა, რომლებმაც მსახურები გაგზავნეს, მათგან მოისმინეს: „არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი“ (). და სხვებიც კვლავ ამბობდნენ: „არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა“ (). და, ამბ...

სრულად ნახვა