მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:63

62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება.64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული არს განმაცხოველებელი, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან“ (6,63).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: სულიერად ჯერ-არს ჩემთჳს თქუმულთა მათ სიტყუათა სმენაჲ, რამეთუ რომელი ჴორციელად ისმენდეს მათ, მან ვერაჲ შეიძინოს, არცა სარგებელი პოვოს. ხოლო ჴორციელი ესე იყო, რომელ იჭუეულ იყვნეს იგინი, თუ ვითარ გარდამოჴდა ზეცით, და რომელ ჰგონებდეს, თუ ძჱ არს იოსებისი, და რომელ იტყოდეს, თუ: „ვითარ ძალ-უც მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ ესე ყოველი ჴორციელი იყო, ხოლო მათ საქმეთაჲ სულიერად და საიდუმლოდ ჯერ-არს გულისხმის-ყოფაჲ. და თუ ვინმე თქუას, თუ: ვითარმცა შეუძლეს მათ ცნობად და გულისხმისყოფად, რაჲ არს ჭამაჲ ჴორცისა მისისაჲ? გარნა ჯერ-იყო მათა, რაჲთამცა ჰკითხვიდეს და მოელოდესმცა ჟამსა გულისხმის-ყოფად და არამცა ესრეთ მეყსეულად დაბრკოლდებოდეს და იტყოდეს, თუ: შეუძლებელ არს ამის საქმისა ქმნაჲ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...); და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს“. და არა თუ მას სმენაჲ და სწავლაჲ უჴმდა. რამეთუ რაჲმცა ისმინა, რომელსა ყოველივე ეთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გინა თუ დაჴსნისათჳს შჯულისა, გინა თუ ღმრთეებისა მისისათჳს, და განგებისა ყოველივე თქუმულ იყო მის მიერ?

#...

სრულად ნახვა