თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ნიკოდემოსსცა ეტყოდა, ვითარმედ: „არავინ აღვიდა ზეცად, გარნა ზეცით მოსრული იგი ძჱ კაცისაჲ, რომელი იყო ზეცას“. რაჲ არს? ნუუკუე დაფარულებასა დაფარულთა ზედა დაჰრთავსა? გარნა არა, - ნუ იყოფინ! - არამედ სიმაღლითა მით და სიმრავლითა სწავლათა მისთაჲთა ენება მოქცევაჲ მათი. რამეთუ რომელმან თქუას ესე ლიტონად, თუ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და სხუაჲ არარაჲ შესძინოს, უფროჲსად დააბრკოლებს, ხოლო მისნი იგი სიტყუანი, რომელ იტყოდა, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი ცხორებაჲ არს სოფლისაჲ“, და ვითარმედ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“, და ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“, - ესე ყოველი დამჴსნელი იყო ურწმუნოებისაჲ. რამეთუ რომელმან ერთგზის თქუას რაჲმე, ნუუკუედა საეჭუელცა იქმნას, თუ არა ჭეშმარიტ არს, ხოლო რომელი ესრეთ მრავალგზის და მრავალთა მოწამეთა წამებითა და საქმითა ესეოდენითა გამოაჩინებდეს სიტყჳსა თჳსისა ჭეშმარიტებასა, იგი ყოველსავე იჭუსა უჩინო-ჰყოფს. ეგრეთ უკუე უფალი იქმოდა, ხოლო ყოველსავე იქმოდა და იტყოდა, რაჲთამცა განარინნა იგინი გულისსიტყჳსა მისგან, რომელ ძედ...
სახარებაჲ იოვანესი 6:61
60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ?62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6