...რღარა სადამე საჴმარ არს მისდა სხუაჲ შემწჱ ცხორებისადა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ცხოველ ვარ მამისათჳს“? რამეთუ ამას ადგილსა მიზეზსა მას მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ ცხოველ არს, ეგრეთვე მე ცხოველ ვარ, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოველ არს ჩემთჳს“. ხოლო ცხორებასა აქა იტყჳს მაღალსა მას საღმრთოსა და არა ლიტონსა ამას, რომელი ყოველთავე აქუს. რამეთუ ამის მიერ საცნაურ არს, რომელ არა კაცობრივსა მას ცხორებასა იტყჳს, არამედ საღმრთოსა და წმიდასა, რომელ ამით კაცობრივითა ცხორებითა ყოველნივე ცხოველ არიან, ურწმუნონიცა და რომელთა არა ეჭამოს ჴორცისა მისგან მისისა. ჰხედავა, ვითარ არა ამის ცხორებისათჳს იტყოდა, არამედ საუკუნოჲსა მის? რამეთუ ესევითარი არს სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, გან-რაჲ-ვიდეს ამის სოფლისაგან, არა წარწყმდეს, არცა იტანჯოს. და კუალად რომელ თქუა, თუ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, არა ზოგადისა მის ყოველთა აღდგომისათჳს თქუა, რამეთუ ყოველნივე აღდგებიან, არამედ რჩეულისა მის და კეთილისა აღდგომისა, რომელსა აქუნდეს სასყიდელი განმრავლებულად.