მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:55

54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი

სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და გულნი სიტყუათა მათ საღმრთოთა სმენასა; რამეთუ უკუეთუ მეფჱ რაჲ მივალნ, ყოველივე ამბოხებაჲ დაწყნარებულ იქმნის ადგილთა მათგან, რომელთა მივალნ, არა უფროჲსად ვყოთა დაწყნარებაჲ, რაჟამს სული წმიდაჲ გუეტყოდის ჩუენ, და მყუდროებით და ძრწოლით ვისმენდეთ მისსა? რამეთუ ძრწოლისაცა დიდისა ღირს არიან სიტყუანი ესე, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ჩემი და ჰსუათ სისხლი ჩემი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ამისი ქმნაჲ, იგი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის