თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და გულნი სიტყუათა მათ საღმრთოთა სმენასა; რამეთუ უკუეთუ მეფჱ რაჲ მივალნ, ყოველივე ამბოხებაჲ დაწყნარებულ იქმნის ადგილთა მათგან, რომელთა მივალნ, არა უფროჲსად ვყოთა დაწყნარებაჲ, რაჟამს სული წმიდაჲ გუეტყოდის ჩუენ, და მყუდროებით და ძრწოლით ვისმენდეთ მისსა? რამეთუ ძრწოლისაცა დიდისა ღირს არიან სიტყუანი ესე, რამეთუ იტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 6:54
53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა.54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6