მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:52

51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა.52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (6,52).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუ ვითარობასა ეძიებთ პურთა მათ ზედა, რად არა ჰქმენით ესე და სთქუთ, თუ: ვითარ ხუთნი იგი ესრეთ განამრავლნა? გარნა ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ განძღომასა ოდენ ჰხედევდით მაშინ და არა სასწაულსა მას. უკუეთუ კულა ამას იტყჳთ, თუ: მაშინ საქმემან გუასწავა ჩუენ და გულსავსე ვიქმნენით, არამედ ვინაჲთგან მაშინ საქმით იხილეთ და გულსავსე იქმნენით, ჯერ-იყო, რაჲ-თამცა მისგან ესეცა დაირწმუნეთ, რამეთუ ამისთჳს პირველვე ქმნა დიდი იგი სასწაული, რაჲთა მისგან ისწაოთ და არღარა ურწმუნო იყვნეთ მისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული არს განმაცხოველებელი, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან“ (6,63).:

...დ ჯერ-არს ჩემთჳს თქუმულთა მათ სიტყუათა სმენაჲ, რამეთუ რომელი ჴორციელად ისმენდეს მათ, მან ვერაჲ შეიძინოს, არცა სარგებელი პოვოს. ხოლო ჴორციელი ესე იყო, რომელ იჭუეულ იყვნეს იგინი, თუ ვითარ გარდამოჴდა ზეცით, და რომელ ჰგონებდეს, თუ ძჱ არს იოსებისი, და რომელ იტყოდეს, თუ: „ვითარ ძალ-უც მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ ესე ყოველი ჴორციელი იყო, ხოლო მათ საქმეთაჲ სულიერად და საიდუმლოდ ჯერ-არს გულისხმის-ყოფაჲ. და თუ ვინმე თქუას, თუ: ვითარმცა შეუძლეს მათ ცნობად და გულისხმისყოფად, რაჲ არს ჭამაჲ ჴორცისა მისისაჲ? გარნა ჯერ-იყო მათა, რაჲთამცა ჰკითხვიდეს და მოელოდესმცა ჟამსა გულისხმის-ყოფად და არამცა ესრეთ მეყსეულად დაბრკოლდებოდეს და იტყოდეს, თუ: შეუძლებელ არს ამის საქმისა ქმნაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი, რომელ გარქუენ, სულ არიან და ცხორება“ (6,63).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „სულ არიან“? ესე იგი არს, ვითარმედ სულიერ არიან, და არარაჲ ჴორციელი ჰრთავს მათ შინა, არცა ბუნებისა ამის უძლურისა საქმენი, არამედ განყენებულ არიან ყოვლისაგანვე საქმისა ქუეყანისა და შჯულთა და წესთაგან ქუეყანისათა და სხუაჲ ძალი აქუს განშორებული და ამაღლებული ამის ყოვლისაგან. ვითარცა უკუე აქა სული თქუა სულიერისა წილ, ეგრეთვე ჴორცი რაჲ თქუა, არა ჴორცთათჳს თქუა, არ...

სრულად ნახვა