მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:41

40. რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.41. დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ,42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
41. დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.

არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუენ იტყოდეთ, ვითარმედ: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუა მოსე, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“ (6,35).:

...აქა დაბრკოლდებიან და ძედ ხუროჲსა უწოდენ. არამედ რაჟამს პურნი იგი მიიხუნეს, არა ესრეთ იქმოდეს მა-შინ, გარნა იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი“, და ენება მისი მეფობაჲ, ხოლო აქა იჩემებენ განრისხებასა სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“. არამედ ჭეშმარიტი მიზეზი განრისხებისა მათისაჲ არა ესე იყო, გარნა იგი, რომელ არა მოელოდეს ჴორციელისა ტაბლისა ხილვად, რამეთუ უკუეთუმცა ჭეშმარიტად მისთჳს დაბრკოლდებოდეს, უჴმდა კითხვად, თუ ვითარ არს პური ცხორებისაჲ? ანუ ვითარ მოსრულ არს ზეცით? გარნა აწ ამას არა იქმან, არამედ ოდენ დრტჳნვენ. და ვითარმედ არა ესე იყო დამაბრკოლებელ მათა, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“, ამის მიერ საცნაურ არს, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მიგცემს თქუენ პურსა“, არა ჰრქუეს მას, ვითარმედ: ევედრე, რაჲთა მოგუცეს, არამედ: „მოგუეც პური ესე“; და მას არა ეთქუა, თუ: მე მიგცემ, არამედ: „მამაჲ ჩემი მოგცემსო“.

ხოლო მათ გულისთქუმისა მისთჳს ჭამადისა მის იგი შეჰრაცხეს მომცემელად საზრდელისა მის და შემძლებელად ამის საქმისა. და რომელთა იგი აქუნდა შემძლებელად მოცემად ესევითარი იგი პური, ვი-თარმცა დაბრკოლებულ იყვნეს უკუანაჲსკნელ, და უფროჲსად, რაჟამსიგი ესმა მისგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...დცა იტყოდეს: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“; და კუალად: „დრტჳნვიდესო მისთჳს ჰურიანი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსეფისი, რომლისა მამაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ და მრავალსა ესევითარსა იტყოდეს, რამეთუ თჳსთა მათ ვნებათა და ფრიადისა მის ურწმუნოებისა საფარველად მოიპოებდეს სიტყუათა ამათ.

სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით

ამას საქმესა აწცა მრავალნი იქმან და ჰგონებენ, თუ ღმრთისათჳს შურსა იგებენ, ხოლო იგინი თჳსთა ვნებათა აღასრულებენ. ჯერ-არს უკუე ყოვლისავე სიმშჳდით ქმნად, რამეთუ ღმერთსა ძალ-უც ცეცხლი-თა დაწუვად მგმობართა თჳსთა, გარნა იგი მზესა აღმოუბრწყინვებს და წჳმასა მოავლენს და ყოვლით კერძო კეთილსა უყოფს. ჩუენცა უკუე თანაგუაც ბაძვად მისდა და სწავლად, შერჩულვად წყალობით, არა რისხვით, არცა მჴეცებრივ. რამეთუ რომელმან ცოდა ანუ გმობაჲ თქუა, არა თუ ღმერთსა რაჲმე ავნო, არამედ თავსა თჳსსა, თავი თჳსი მოიწყლა, თავი თჳსი მოიკლა.

აწ უკუე სულთ-ითქუენ მისთჳს, ტიროდე, რამეთუ ცრემლთაცა ღირს არს, ამხილე მას და ასწავლე სახიერებით, რამეთუ სახიერებაჲ უმ...

სრულად ნახვა