...ულისა წმიდისაჲცა თჳნიერ უშობელობისა და შობილობისა და გამოსლვისა, რამეთუ უშობელობაჲ არს მამისაჲ, და შობილობაჲ - ძისაჲ, და გამოსლვაჲ - სულისა წმიდისაჲ, ხოლო სხუაჲ ყოველივე მათი ერთ არს. და რაჲ არს მამისაჲ, არს ძისაჲცა და სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არავინ მოვალს ძისა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შე...