მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:39

38. რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ.39. ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.40. რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
39. ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს“ (17,12).:

...ა ეთქუა, თუ: სახელი-თა ჩემითა იქმნენინ ესე რაჲმე, ხოლო აქა იტყჳს ამას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძჱ იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს“ (17,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მომეც, არა წარვწყმიდო მისგანი“. და არა იუდა ოდენ წარწყმდა, არამედ სხუანიცა მრავალნი უკუანაჲსკნელ. ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“? გარნა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემსა ნაწილსა არა წარვსწყმედო, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „არა განვაძო გარე“, ხოლო უკუეთუ ვინ ნეფსით ისწრაფოს წარწყმედად, მე იძულებით არა შევიპყრობ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით“ (17,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალნი ესე სიტყუანი კაცობრივ თქუმულ არიან, და რომელი უგულისხმოჲ იყოს და დაბნელებული და ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებდეს ძესა, მან დაამდაბლოს მამაჲცა. რამეთუ იხილე პირველითგან, ვითარ რომელიმე სიტყუაჲ სწავლისაჲ არს და რომელიმე მცნებისაჲ. და სწავლისაჲ არს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა სოფლისათჳს გევედრები“, ხოლო მცნებისაჲ: „მე დავიცვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“ (5,21).:

...: „არარაჲ ძალ-უც საქმედ თავით თჳსით“, არა თუ ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის, არამედ შეუცვალებელობასა მას ძალისა ნებისა მისისასა გამოაჩინებს? ეგრეთვე გულისხმა-ყავ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „უჩუენოს მას“, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, და კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა უჴმს შეწევნაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. რაჲთა ვერ სთქუათ, თუ: მკუდართა აღადგინებს და ცხოველ-ჰყოფს, ხოლო სხუასა ვერ ესრეთ იქმს, ამისთჳს წინაჲსწარ ყოველი სიტყუაჲ მოსწყჳდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რაოდენსაცაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“, გინა თუ მკუდართა აღდგომაჲ სთქუა, გინა თუ გუამოვნებისა დაბადებაჲ, გინა თუ ცოდვათა შენდობაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ყოველივე მსგავსად მისა ითქუმის; არამედ არცა ერთსა ამათგანსა ისმენენ, რომელთა-იგი სძულს თჳსი ცხორებაჲ. ესევი-თარი ბოროტი არს წინამძღურებისა გულისთქუმაჲ, ამან შვნა წვალებანი, ამან დაამტკიცა წარმართთა უშჯულოებაჲ. რამეთუ ღმერთსა ენება, რაჲთა უხილავნი მისნი დაბადებულთა მიერ ამის სოფლისათა გულისხმავყვნეთ, ხოლო მათ არა ინებეს ამას სწავლასა შედგომაჲ, არამედ სხუაჲ გზაჲ მოიპოვ...

სრულად ნახვა