თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, და სხუაჲ არს ნებაჲ შენი, და სხუაჲ ნებაჲ მომავლინებელისაჲ? არამედ რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს განჰმართა სიტყუაჲ იგი კუალად შემდგომითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,40). რასა იტყჳ, და შენი ნებაჲ არა არსა ამას ზედა? და ვი-თარ იტყჳ სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა და მინდა, უკუეთუმცა აღგზებულ იყო“? ხოლო უკუეთუ შენცა ესევე გნებავს და მამასაცა, ესე საცნაურ არს, ვითარმედ ერთი ნებაჲ არს ორთაჲვე, რამეთუ სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“. რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა...
სახარებაჲ იოვანესი 6:38
...(იოან. 5,30) და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“; და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს; და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27);...
...დეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“; ხოლო ამისთჳს არაოდეს თქუა, ვითარმედ: არა ვარ სწორ, არამედ მარადის სწორებასა თჳსსა დაამტკიცებს მამისა თანა. გარნა იტყჳს მწვალებელი: და არა თქუაა, თუ: „არა მოვედ, რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი“? არამედ ესეცა სიტყუაჲ მათისა უძლურებისათჳს თქუა და მისვე მიზეზისათჳს, რომლისათჳს იყო ლოცვაჲცა.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არარაჲ არს წინააღმდგომი ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა უკუე ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“, არა ამას მოასწავებს, თუ მას თჳთ ვერ ძალ-ედვა; რამეთუ უკუეთუ არა ძალ-ედვა, არცამცა იცოდა, თუ ისმენს ღმერთი, და უკუეთუმცა არა იცოდა, ვითარ იტყოდა, ვი-თარმედ: „წარვალ, რაჲთა განვაღჳძო იგი“? და მოასწავებდა სასწაულსა მას პირველითგან, ვითარცა უკუე ესე არა უძლურებისა სახე არს, არამედ ერთობისაჲ. ეგრეთვე არს ესე სიტყუაჲ, თუ: „მე ვიცი, ვი-თარმედ ყოლადვე ისმინი ჩემი“. ვინაჲთგან უკუე არცა უცნაურ იყო, არცა უძლურ, საცნაურ არს, ვითარმედ ამისთჳს იტყჳს ესევითართა მათ სიტყუათა სიმდაბლისათა, რაჲთა მათცა არგოს და შენ საქმეთა მიერ სცნა, ვითა...