მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:36

35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ და არა გრწამს“ (6,35-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“. და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს ჩემი“. ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ არიან ვიეთნიმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს“ (6,64).:

...ზედა თჳსთა, რამეთუ მომავალთა მათ დაფარულთა საქმეთა იტყჳს და უჩუენებს, ვითარმედ არა მათმიერი დიდებაჲ ეჴმარების და ამისთჳს იტყჳს ამას ყოველსა, არამედ რამეთუ ეწყალიან იგინი. ხოლო თქუა რაჲ, თუ: „ვიეთნიმე“, ამით სიტყჳთა მოწაფენი თჳსნი განარჩინა მათგან, რამეთუ პირველითგან ეტყოდა, ვითარმედ: „მიხილეთ მე და არა გრწამს“, ხოლო აქა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არიან ვიეთნიმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი, და ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა იყოს მიცემულ მისა მამისაგან ჩემისა“ (6,64-65).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა მახარებელი ნებსითობასა მას მისისა განგებულებისასა აჩუენებს და ძჳრუჴსენებელობასა მას მისსა. და ესეცა უკუე სიტყუაჲ, თუ: „პირველითგან იცოდა“, არა ცუდად არს აქა, არამედ რაჲთა გულისხმა-ჰყო მისი იგი პირველითგანი ცნობაჲ უწინარჱს მრავლისა ჟამისა, და ვითარმედ უწინარეს ამათ სიტყუათა იცოდა ყოველივე და არა შემდგომად დაბრკოლებისა და დრტჳნვისა ცნა მიმცემელი იგი, არამედ უწინარეს ამის ყოვლისა, რომელი-იგი საქმჱ იყო ღმრთეებისა მისისაჲ.

მერმე იტყჳს, ვითარმედ: „არა თუმცა მიცემულ იყო მისა ზეცით მამისა მიერ ჩემისა“,...

სრულად ნახვა