მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:35

34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ და არა გრწამს“ (6,35-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“. და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს ჩემი“. ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის უხილავს, გარნა რომელი-იგი ღმრთისაგან არს“ (6,46).:

...ველნი ღმრთისაგან ვართ, ხოლო სადა არს უმეტესობაჲ იგი ძისაჲ და ყოველთაგან განყოფილებაჲ? ანუ რაჲსათჳს არა გამოცხადებულადრე ჰრქუა მათ? გარნა უძლურებისათჳს მათისა ქმნა ესე, რამეთუ უკუეთუ რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და იგინი დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ესე ეთხრა, რაჲმცა ყვეს? ხოლო „პურად ცხორებისა“ უწესს თავსა თჳსსა, რამეთუ იგი არს, რომლისა მიერ ცხორებაჲ ჩუენი ჰგიეს, აწინდელიცა და მერმჱცა. და იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს პური ესე, ცხოვნდეს უკუნისამდე“. ხოლო „პურად“ აქა გინა თუ სწავლათა მათ იტყჳს ცხოველსმყოფელთა და სარწმუნოებასა მისსა, ანუ ჴორცსა თჳსსა, რამეთუ ორივე ესე განა-ძლიერებს და იპყრობს და გამოჰზრდის სულსა.

იხილეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმს მანანაჲსა მიმართ განყოფილებასა მისსა: აღსასრულისაგან ჯერ-არს ორისავე საზრდელისა ხილვაჲ. რამეთუ რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა უცხოსა რასმე საქმესა იქმოდა იგი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოსწყდეს“ (6,49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და მერმე შეჰმზადებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ფრიად უმეტესსა ღირსქმნულ არიან იგინი, ვიდრე მამანი მათნი, ვითარ მოსე და მსგავსნი მისნი, ს...

სრულად ნახვა