მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:33

32. ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით.33. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა.34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
33. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ და მოსწყდეს, ხოლო რომელი ჭამდეს პურსა ამას, ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,58).:

...არმედ არა აწ არს ცხორებაჲ იგი, არამედ შემდგომად აღდგომისა ყოფად არს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: სადაჲთ საცნაურ არს ესე? ისმინენ ყოველთა წერილთაჲ, რამეთუ ყოველსავე ადგილსა წერილისა მიმართ მიავლენდა მათ და უბრძანებდა მათ მიერ ცნობად ჭეშმარიტებასა. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „ესე პური ცხორებასა მოსცემს სოფელსა“, ამით სიტყჳთა ენება, რაჲთამცა შურად მოიყვანნა იგინი, რაჲთა შეჰშურდეს მათ სხუათა იგი შესლვაჲ ცხორებასა და არა დაშთენ იგინი გარე.

ხოლო ზედაჲსზედა მოაჴსენებს მათ მანანაჲსათჳს, რაჲთამცა უჩუენა, თუ რაოდენი განყოფილებაჲ აქუს ნიჭსა ამას, მის მიერ მოცემულსა მანანაჲსა მისგან, და რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად. რამეთუ უკუეთუ შემძლებელ იქმნა ორმეოც წელ თჳნიერ მუშაკობისა და თესვისა ესრეთ გამოზრდად მათა, არა აწ უფროჲსად ქმნასა ესევითარი, ენებოს თუ, რომელი-იგი უმეტესითა მოწყალებითა კაცთაჲთა მოსრულ არს? რამეთუ უკუეთუ იგი ყოველი სახჱ იყო და ესრეთ უჭირველად იქმნებოდა, არამცა აწ უფროჲსად იქმნა საქმჱ იგი, სადა-იგი ფრიადი არს ჭეშმარიტებისა ძალი არაოდეს აღსრულებისა და ყოფისაჲ ცხორებასა მას შინა ჭეშმარიტსა? ხოლო ცხორებასა ყოველსავე ადგილსა აჴსენებს, რამეთუ ცხორებაჲ სასურველ არს კაცთა მიერ, და არარაჲ არს ესრეთ ტკბილ, ვითარ არასიკუდილი. რამეთუ...

სრულად ნახვა