მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:28

27. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან.28. ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
28. ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“. და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).:

...ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: მოვალს აღსასრული და საუკუნოჲსა მის ჟამი, რაჟამს ვერღარავინ შემძლებელ არს ქმნად, რამეთუ არცაღა სარწმუნოებაჲ შეეწევის მაშინ, არცა სინანული; რამეთუ „საქმედ“ სარწმუნოებასა იტყჳს, ვითარცა-იგი ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა საქმესა ღმრთისასა ვიქმოდით?“ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი მან მოავლინა“. ხოლო ვითარ ვერვინ იქმს მაშინ ამას საქმესა? ამისთჳს, რამეთუ არცა სარწმუნოება არს მაშინ, არამედ უნებლიაჲთ მორჩილ იყვნენ ყოველნივე. რამეთუ თავადი ყოველსავე კეთილისათჳს მათისა იქმოდა, რაჲთამცა ჰრწმენა აქავე, რამეთუ მუნ არღარაჲ არს სარგებელი მათი. და ამისთჳს თავადი მივიდა ბრმისა მის თანა და არა თუ ბრმაჲ მის თანა, რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ იგი ღირს იყო განკურნებასა, და უკუეთუმცა ჰხედვიდა, მაშინცამცა ერწმუნა, ანუ თუ ასმიოდამცა ვისგანმე მისთჳს. და ესე საცნაურ არს უკუანაჲსკნელისა მის სიმჴნისა და სარწმუნოებისა მისისა, რამეთუ არა შეორგულდა ყოვლადვე, არცა თქუა, თუ: რაჲ არს საქმჱ ესე, რამეთუ თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა: „წარვედ და დაიბანე სილოამს“?

სრულად ნახვა