მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:26

25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?26. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.27. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
26. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ (6,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტკბოებაჲ და არამხილებაჲ არა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ აღემართოს. და ეგრეთვე ძემან ღმრთისამან ქმნა სხუათა მრავალთა ადგილთა და აქაცა. რამეთუ მორაჲ-ვიდა ერი იგი და ეტყოდეს მას: „რაბი, ოდეს მოხუედ აქა?“ უნდა უფალსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ეძიებს კაცთა დიდებასა, არამედ ცხორებასა ოდენ სულისა მათისასა ეძიებს. ამისთჳს მხილებით ჰრქუა, რაჲთამცა ცნობაჲცა მათი განჰმართა და დაფარული გონებისა მათისაჲ განაცხადა, რამეთუ ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა თუ სასწაულთათჳს მეძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“, ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).:

...თურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“. და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?“ ხოლო ამას იტყოდეს, არა თუ რაჲთამცა ისწავეს და ქმნესმცა კეთილი; რამეთუ ამას შემდგომნი იგი სიტყუანი აჩუენებენ, რომელ არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ისწავეს და ქმნეს, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა კუალად მოიყვანეს იგი მიცემად საზრდელისა და განძღომად მათა. ხოლო უფალმან, იხილე, ვითარ მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად:

...ნ და ჴორციელნი - გარეწარად

ვისწაოთ უკუე ჩუენცა, ძმანო, მარადის განუშორებელ-ყოფაჲ ქრისტეს გან, ვისწაოთ მარადის ძიებაჲ მისი, არამედ ნუ ჴორციელთა კეთილთათჳს, რაჲთა არა ვიყუედრნეთ ჩუენცა, ვითარცა ჰურიანი, რომელთა ჰრქუა: „მე-ძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. ამისთჳს არცა მრავალგზის ქმნა ესე სასწაული, არამედ ორგზის ხოლო, რაჲთა ასწაოს არა მუცლისა მონებაჲ, არამედ მარადის სულიერთა საქმეთა ძიებაჲ. აწ უკუე ჩუენცა განუშორებელ ვიყვნეთ სახიერისა მის მეუფისაგან საქმეთა მიერ კეთილთა, რამეთუ ვითარცა-იგი ბოროტნი საქმენი განმაშორებენ მისგან და იქმნებიან შუაკედელ შორის ჩუენსა და მისა, ეგრეთვე კეთილნი საქმენი განუშორებელ-მყოფენ მისგან და სრულიად მიგუაახლებენ მას.

აწ უკუე მისა მიმაახლებელნი საქმენი შევიკრძალნეთ, ძმანო, და ვითხოვდეთ მისგან პურსა მას ზეცისასა და მისი მოღებაჲ გუაქუნდინ საწადელად, ხოლო ჴორციელნი ესე და სოფლიონი ზრუნვანი ყოველნივე განვიშორნეთ. რამეთუ უკუეთუ მაშინ ერი იგი უმეცარი ესრეთ სურვიელად მისდევდეს უფალსა (დაუტევნეს სახლნი და თჳსნი და ზრუნვანი საქმეთანი და იქცეოდეს მის თანა უდაბნოსა ადგილსა, მშიერნი და ნაკლულევანნი), ვითარ უფროჲსად არამცა ჩუენ თანაგუედვა განუშორებელ-ყოფად ქრისტეს...

სრულად ნახვა