მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:25

24. ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს.25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?26. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი

თავი მგ

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ოდეს მათ თანა არნ ქრისტე ჴორციელად, არამედ ოდეს შორსცა არნ, უმჯობესსა განაგებდა. და იხილე, რაჲ ქმნა აქაცა, რამეთუ დაუტევნა მოწაფენი და აღვიდა მთად. და იგინი შთავიდეს ზღუად, შემწუხრდა რაჲ, ხოლო მწუხრადმდე მოელოდეს მას მოსლვად მათა, და ვითარცა არა მოვიდა, არღარა ელოდეს, არამედ იწყეს ძიებად მოძღურისა თჳსისა. ესოდენ აქუნდა სიყუარული მისა მიმართ, რამეთუ არა დაერიდნეს არარას, არამედ აღჴდეს ნავად, რამეთუ ამისთჳს ჟამიცა თქუა მახარებელმან. ხოლო ქრისტემან რაჲსათჳს დაუტევნა იგინი და მერმე კუალად ეჩუენა? ამისთჳს დაუტევნა, რაჲთა სურვილი მათი აღორძნდეს, ხოლო ეჩუენა, რაჲთა ძალი მისი ცნან, რამეთუ ჯერ-იყო, რამეთუ იგინიცამცა ჰხედვიდეს თჳსაგან სასწაულთა მისთა, რომელნი-იგი მოძღუარ სოფლისა ყოფად იყვნეს. ამისთჳს იხილნეს სასწაულნი თჳსაგან: ფერისცვალებაჲ, და ესე აწ ზღუასა ზედა, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ (6,26-27).:

...ა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ აღემართოს. და ეგრეთვე ძემან ღმრთისამან ქმნა სხუათა მრავალთა ადგილთა და აქაცა. რამეთუ მორაჲ-ვიდა ერი იგი და ეტყოდეს მას: „რაბი, ოდეს მოხუედ აქა?“ უნდა უფალსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ეძიებს კაცთა დიდებასა, არამედ ცხორებასა ოდენ სულისა მათისასა ეძიებს. ამისთჳს მხილებით ჰრქუა, რაჲთამცა ცნობაჲცა მათი განჰმართა და დაფარული გონებისა მათისაჲ განაცხადა, რამეთუ ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა თუ სასწაულთათჳს მეძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“, რამეთუ საზრდელსავე ეძიებდეს ჴორციელსა. ხოლო უფალი არა დაადგრა მხილებასა ზედა ოდენ, არამედ სწავლადცა იწყო მათა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რო...

სრულად ნახვა