მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:2

1. ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ.2. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.3. და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
2. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).:

...ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: მოვალს აღსასრული და საუკუნოჲსა მის ჟამი, რაჟამს ვერღარავინ შემძლებელ არს ქმნად, რამეთუ არცაღა სარწმუნოებაჲ შეეწევის მაშინ, არცა სინანული; რამეთუ „საქმედ“ სარწმუნოებასა იტყჳს, ვითარცა-იგი ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა საქმესა ღმრთისასა ვიქმოდით?“ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი მან მოავლინა“. ხოლო ვითარ ვერვინ იქმს მაშინ ამას საქმესა? ამისთჳს, რამეთუ არცა სარწმუნოება არს მაშინ, არამედ უნებლიაჲთ მორჩილ იყვნენ ყოველნივე. რამეთუ თავადი ყოველსავე კეთილისათჳს მათისა იქმოდა, რაჲთამცა ჰრწმენა აქავე, რამეთუ მუნ არღარაჲ არს სარგებელი მათი. და ამისთჳს თავადი მივიდა ბრმისა მის თანა და არა თუ ბრმაჲ მის თანა, რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ იგი ღირს იყო განკურნებასა, და უკუეთუმცა ჰხედვიდა, მაშინცამცა ერწმუნა, ანუ თუ ასმიოდამცა ვისგანმე მისთჳს. და ესე საცნაურ არს უკუანაჲსკნელისა მის სიმჴნისა და სარწმუნოებისა მისისა, რამეთუ არა შეორგულდა ყოვლადვე, არცა თქუა, თუ: რაჲ არს საქმჱ ესე, რამეთუ თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა: „წარვედ და დაიბანე სილოამს“?

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).:

...თურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“. და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?“ ხოლო ამას იტყოდეს, არა თუ რაჲთამცა ისწავეს და ქმნესმცა კეთილი; რამეთუ ამას შემდგომნი იგი სიტყუანი აჩუენებენ, რომელ არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ისწავეს და ქმნეს, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა კუალად მოიყვანეს იგი მიცემად საზრდელისა და განძღომად მათა. ხოლო უფალმან, იხილე, ვითარ მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“ (6,26-27).:

...ა მარადის კეთილ არს, არამედ რომელსამე ადგილსა სიფიცხლჱცა ჰშუენის მოძღუარსა, რამეთუ რაჟამს მოწაფჱ უდები და დაჴსნილი იყოს, მაშინ საწერტელი უჴმს, რაჲთა მისი უდბებაჲ მცირედ აღემართოს. და ეგრეთვე ძემან ღმრთისამან ქმნა სხუათა მრავალთა ადგილთა და აქაცა. რამეთუ მორაჲ-ვიდა ერი იგი და ეტყოდეს მას: „რაბი, ოდეს მოხუედ აქა?“ უნდა უფალსა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ეძიებს კაცთა დიდებასა, არამედ ცხორებასა ოდენ სულისა მათისასა ეძიებს. ამისთჳს მხილებით ჰრქუა, რაჲთამცა ცნობაჲცა მათი განჰმართა და დაფარული გონებისა მათისაჲ განაცხადა, რამეთუ ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა თუ სასწაულთათჳს მეძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“, რამეთუ საზრდელსავე ეძიებდეს ჴორციელსა. ხოლო უფალი არა დაადგრა მხილებასა ზედა ოდენ, არამედ სწავლადცა იწყო მათა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).:

.... და იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალად და შეეშინა. „ხოლო თავადმან ჰრქუა: მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (6,20). რამეთუ უჩუენა მათ, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს დამჴსნელი ზამთრისაჲ მის. ამისთჳსცა ენება რაჲ აღყვანებაჲ მისი ნავად, იპოვნეს ქუეყანასა, ვიდრეცა ვიდოდეს. ხოლო ერსა მას არა უჩუენა, რამეთუ უზეშთაეს უძლურებისა მათისა იყო სასწაული იგი, არამედ მოწაფეთა უჩუენა და მეყსეულად უჩინო იქმნა. ხოლო ესე სხუაჲ არს, და რომელსა იტყჳს მათე, იგი სხუაჲ არს, სადა პეტრეცა ჰრქუა, ვი-თარმედ: „მოვიდე შენდა“. რამეთუ მრავალგზის ერთი სასწაული ერთგზის და ორგზისცა და სამგზისცა ქმნის, რაჲთა არა უცხო-უჩნდეს მხილველთა მათ, არამედ სარწმუნოებით შეიწყნარებდენ. ამისთჳსცა მაშინ უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი და ძლით ჰრწმენა, ხოლო აწ, იხილეს რაჲ, მეყსეულად ცნეს, ვითარმედ უფალი არს. და უფალი არა აღვიდა ნავად, რაჲთამცა უფროჲსად დაუკჳრდა, რამეთუ შეუნდო ზამთრისა მოწევნად, რაჲთა ეძიებდენ უფალსა, და დააცხრვო ზამთარი, რაჲთა ძალი მისი ცნან, და არა აღვიდა ნავად, რაჲთა სასწაული იგი უზეშთაეს იქმნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისაგან ერი იგი რომელ დგა წიაღ ზღუასა, უწყოდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რავდენთა შეახეს, ცხონდეს“ (14,34-36).:

...ესუსა სამოსლისა მისისასა. და რავდენთა შეახეს, ცხონდეს“ (14,34-36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ ესე დაგჳრჩა ზემო თქუმად: ვითარ იტყჳს აქა: „ვითარცა აღვიდეს იგინი ნავად, დასცხრა ქარი იგი“; ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „უნდა, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს“. ესრეთ უკუე გულისჴმავჰყოფთ, ვითარმედ ორნივე ესე ურთიერთას ეწამებიან. პირველად იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, და შეეშინა; ჰრქუა მათ იესუ: „მე ვარ, ნუ გეშინინ!“ და მერმე აღასრულა ძლიერებაჲ იგი პეტრეს ზედა. მერმე ენება, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას, და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს. არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ გარე ჴმელსა იპოვა, არამედ მახლობელად კიდესაო. და მი-რაჲ-ეახლნეს კიდესა, მაშინ აღვიდა იესუ ნავად. აწ უკუე განიყვეს მახარებელთა სასწაული ესე და კეთილად გუაუწყეს ყოველივე.

ხოლო გან-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, იცნეს იგი კაცთა მათ და არღარა ეტყოდეს, რაჲთა სახლად კაცად-კაცადისა მივიდეს, არამედ უმეტესითა სარწმუნოებითა შემოკრიბნეს ყოველთა მათგან სანახებთა უძლურნი და ევედრებოდეს შეხებად ფესუსა სამოსლისა მისისასა, რამეთუ წიდოვნისა მისგან ისწავეს საქმისა ამის ძალი. ამისთჳსცა რომელნი შეეხნეს, ცხონდეს.

სწავლა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად:

...ნ და ჴორციელნი - გარეწარად

ვისწაოთ უკუე ჩუენცა, ძმანო, მარადის განუშორებელ-ყოფაჲ ქრისტეს გან, ვისწაოთ მარადის ძიებაჲ მისი, არამედ ნუ ჴორციელთა კეთილთათჳს, რაჲთა არა ვიყუედრნეთ ჩუენცა, ვითარცა ჰურიანი, რომელთა ჰრქუა: „მე-ძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. ამისთჳს არცა მრავალგზის ქმნა ესე სასწაული, არამედ ორგზის ხოლო, რაჲთა ასწაოს არა მუცლისა მონებაჲ, არამედ მარადის სულიერთა საქმეთა ძიებაჲ. აწ უკუე ჩუენცა განუშორებელ ვიყვნეთ სახიერისა მის მეუფისაგან საქმეთა მიერ კეთილთა, რამეთუ ვითარცა-იგი ბოროტნი საქმენი განმაშორებენ მისგან და იქმნებიან შუაკედელ შორის ჩუენსა და მისა, ეგრეთვე კეთილნი საქმენი განუშორებელ-მყოფენ მისგან და სრულიად მიგუაახლებენ მას.

აწ უკუე მისა მიმაახლებელნი საქმენი შევიკრძალნეთ, ძმანო, და ვითხოვდეთ მისგან პურსა მას ზეცისასა და მისი მოღებაჲ გუაქუნდინ საწადელად, ხოლო ჴორციელნი ესე და სოფლიონი ზრუნვანი ყოველნივე განვიშორნეთ. რამეთუ უკუეთუ მაშინ ერი იგი უმეცარი ესრეთ სურვიელად მისდევდეს უფალსა (დაუტევნეს სახლნი და თჳსნი და ზრუნვანი საქმეთანი და იქცეოდეს მის თანა უდაბნოსა ადგილსა, მშიერნი და ნაკლულევანნი), ვითარ უფროჲსად არამცა ჩუენ თანაგუედვა განუშორებელ-ყოფად ქრისტეს...

სრულად ნახვა