მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:18

17. და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ,18. და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა.19. და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
18. და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).:

...ფად იყვნეს. ამისთჳს იხილნეს სასწაულნი თჳსაგან: ფერისცვალებაჲ, და ესე აწ ზღუასა ზედა, და შემდგომად აღდგომისა, და სხუანი მრავალნი. ხოლო მოვიდოდეს კაფარნაუმდ ძიებად უფლისა. და იყო მწუხრი, და ზღუაჲ აღძრულ იყო, და იგინი იყვნეს, ვითარ ოცდახუთ უტევან ზღუასა შინა. და იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალად და შეეშინა. „ხოლო თავადმან ჰრქუა: მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (6,20). რამეთუ უჩუენა მათ, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს დამჴსნელი ზამთრისაჲ მის. ამისთჳსცა ენება რაჲ აღყვანებაჲ მისი ნავად, იპოვნეს ქუეყანასა, ვიდრეცა ვიდოდეს. ხოლო ერსა მას არა უჩუენა, რამეთუ უზეშთაეს უძლურებისა მათისა იყო სასწაული იგი, არამედ მოწაფეთა უჩუენა და მეყსეულად უჩინო იქმნა. ხოლო ესე სხუაჲ არს, და რომელსა იტყჳს მათე, იგი სხუაჲ არს, სადა პეტრეცა ჰრქუა, ვი-თარმედ: „მოვიდე შენდა“. რამეთუ მრავალგზის ერთი სასწაული ერთგზის და ორგზისცა და სამგზისცა ქმნის, რაჲთა არა უცხო-უჩნდეს მხილველთა მათ, არამედ სარწმუნოებით შეიწყნარებდენ. ამისთჳსცა მაშინ უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი და ძლით ჰრწმენა, ხოლო აწ, იხილეს რაჲ, მეყსეულად ცნეს, ვითარმედ უფალი არს. და უფალი არა აღვიდა ნავად, რ...

სრულად ნახვა