მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:16

15. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.16. და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.17. და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ,
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
16. და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).:

...ჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით, ; ; ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰურიათაგან; რამეთუ მათ საკჳრველებათა, რომელთა იქმოდა, მსგავსნი მრავალნი იყვნეს. რამეთუ ესე მრავალგზის გუასმიეს, თუ სნეულნი განკურნნა და მკუდარნი აღადგინნა და საკჳრველნი ქმნნა, ხოლო სადა უცხოჲ რაჲმე აქუნდეს თქუმად, ანუ რაჲმე ვნებაჲ და ჭირი მის ზედა მოწევნული, მას იტყჳან.

ვითარ არს ესეცა, ვითარმედ ურწმუნო იყვნეს მისა ძმანიცა მისნი? რამეთუ არამცირედი შესმენაჲ არს ამასცა საქმესა შინა, და ღირს არს საკჳრველებისა ჭეშმარიტებისმოყუარჱ იგი საქმჱ მათი, ვითარ ყოლადვე არა ჰრიდებენ თქუმად საქმეთა მათ, რომელნი ვითარცა სასირცხჳლოდ ჩანან. და აწ უკუე მრავალსა თანაწარჰჴდა სასწაულსა და სწავლათა და საკჳრვე...

სრულად ნახვა