...ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მორჩილებასა მთავართასა, რამეთუ პირველნი იგი იყვნეს მასწავლელ განდგომილებისა, ვითარ-იგი იყო იუდა...
სახარებაჲ იოვანესი 6:15
14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.15. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.16. და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6