თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ არს შორის მონათა და მეუფისა? რამეთუ მათ ზომითა აქუნდა მადლი და ესრეთ იქმოდეს სასწაულთა, ხოლო ღმერთი უშურველითა ძალითა იქმს ყოველსავე. ხოლო დაშთა ნეშტი იგი, - არა თუ ამისთჳს ქმნა, რაჲთამცა იხილეს კაცთა, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: უცნებაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳსცა წინამდებარისა ნივთისაგან ქმნა იგი. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მოწაფეთა ეტჳრთა გოდრები? ამისთჳს, რამეთუ ენება, რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ,...
სახარებაჲ იოვანესი 6:13
12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6