მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:12

11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ არს შორის მონათა და მეუფისა? რამეთუ მათ ზომითა აქუნდა მადლი და ესრეთ იქმოდეს სასწაულთა, ხოლო ღმერთი უშურველითა ძალითა იქმს ყოველსავე. ხოლო დაშთა ნეშტი იგი, - არა თუ ამისთჳს ქმნა, რაჲთამცა იხილეს კაცთა, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: უცნებაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳსცა წინამდებარისა ნივთისაგან ქმნა იგი. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მოწაფეთა ეტჳრთა გოდრები? ამისთჳს, რამეთუ ენება, რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ,...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო სობოროსა შინა, 1868 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა განძღეს, ჰრქვა მოწაფეთა თვისთა: შეჰკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რათა ნუმცა რა წარსწყმდების (იოან. 6, 12).

ვიცით ჩვენ სახარებიდგან, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რომ უფალსა იესო ქრისტეს ყოველთვის ურიცხვი ერი მისდევდა და ეხვეოდა, სმენად მისთა სიტყვათა და სწავლათა. არა ერთ გზის იგი, დამაშვრალი, ფარულად განეშორებოდა უდაბნო ადგილს მოსასვენებლად, მაგრამ იქაც უმრავლესი ერი შეიკრიბებოდა და ეხვეოდა მას. ერთხელ, როდესაც ამ სახით უდაბნო ადგილში მთელი დღე მრავალი ერი ისმენდა სიტყვასა მისსა. მაცხოვარსა შეეწყალა იგინი, რადგანაც იყვნენ უჭმელნი და ჰკითხა მოწაფეთა თვისთა, აქვსთა მათ რაიმე საზრდო; მოწაფეთა მიართვეს მას ხუთი პური და რაოდენიმე მცირე თევზი. მაშინ მაცხოვარმან უბრძანა, რათა დააჯდინონ ყოველნი მუნ მყოფნი ერნი, აკურთხა ხუთი იგი პური და თევზი, და მით განაძღო ხუთი ათასი სული და როდესაც განძღნენ ყოველნი, მაშინ უბრძანა მოწაფეთა თვისთა, რათა მათ შეჰკრიბონ ნამუსრევი პურთაგან, რომ უსარგებლოდ არაფერი დაიკარგოს: შეჰკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რათა ნუმცა რა წარსწყმდეს. რისთვის აძლევს მაცხოვარი ესრეთსა ბრძანებასა? საჭირო იყო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის